1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 2001 წლის 16 ნოემბრიდან, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მოძრავ მოწყობილობებთან დაკავშირებით კონვენციისა და საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ოქმის მისაღებად გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათლით. 2001 წლის  16  ნოემბრის  შემდგომ კონვენცია  ღია  იქნება ხელმოსაწერად  ყველა სახელმწიფოსთვის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის შტაბ- ბინაში, ქ. რომში, ამ კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად მის ძალაში შესვლამდე.

2. ეს კონვენცია ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის ხელმომწერი, შეუძლია ნებისმიერ დროს შეუერთდეს მას.

4. რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება ხდება ამის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის გზი