1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლებიც არჩეულია მხარეთა მიერ და ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ობიექტი, გააჩნია იურისდიქცია, რათა გასცეს ნებართვა ამ ობიექტთან დაკავშირებით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, იურისდიქცია გააჩნია:

ა) მხარეთა მიერ არჩეულ სასამართლოებს; ან

ბ) იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოვალის  ადგილსამყოფელი, თუ  უფლების  დაცვის  დროებითი  ღონისძიების  გამოყენების პირობები ითვალისწინებს მისი აღსრულების შესაძლებლობას მხოლოდ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. სასამართლოს, წინა პუნქტების შესაბამისად, იურისდიქცია გააჩნია იმ შემთხვევაშიც, თუ მე-13 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ან შესაძლოა მიღებულ იქნეს სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან არბიტრაჟის მიე