1. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიონარი, რომლის ცესიაც რეგისტრირებულია, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სარგებლობს პრიორიტეტით ობიექტთან დაკავშირებული უფლებების სხვა ცესიონართან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხელშეკრულებაში, რომლის შესაბამისადაც წარმოიშობა ობიექტთან დაკავშირებული უფლებები გაცხადებულია, რომ ისინი უზრუნველყოფილია ობიექტით  ან დაკავშირებულია მასთან; და

ბ) იმდენად, რამდენადაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებები შეეხება ობიექტს.

2. წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ობიექტთან დაკავშირებული უფლებები ობიექტს შეეხება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი მოიცავს უფლებას გადასახდელის მიღებაზე ან ვალდებულების სხვაგვარად შესრულებაზე, რომლებიც შეეხება:

ა) თანხას, რომელიც შეტანილია ავანსის სახით და გამოიყენება ობიექტის შესაძენად;

ბ) თანხას, რომელიც შეტანილია ავანსის სახით და გამოიყენება სხვა ობიექტის შესაძენად, რომლის მიმართაც ცედენტს გააჩნია სხვა საერთაშორისო ინტერესი, თუ ცედენტმა გადასცა ასეთი საერთაშორისო ინტერესი ცესიონარს და აღნიშნული ცესია დარეგისტრირდა;

გ) ფასს, რომელიც ობიექტში უნდა იქნეს გადახდილი;

დ) საიჯარო ქირას, რომელიც ობიექტის მიმართ უნდა იქნეს გადახდილი;

ე) სხვა ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ნებისმიერ წინა ქვეპუნქტში ნახსენები გარიგებიდან.

3. ყველა სხვა შემთხვევაში, ობიექტთან დაკავშირებული უფლებების კონკურენტ ცესიათა შორის პრიორიტეტის წესი უნდა განისაზღვროს სამოქმედო სამართლის მიხედვი