1. იმდენად, რამდენადაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებები და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესი გადაეცემა 31-ე და 32-ე მუხლების დებულებების შესაბამისად, მხარე, რომელიც წარმოადგენს მოვალეს ამ უფლებებსა და ინტერესთან მიმართებით, შებოჭილია ამგვარი ცესიით და ვალდებულია გადაიხადოს ან სხვაგვარად შეასრულოს ვალდებულებები ცესიონარის წინაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოვალეს ცესიის თაობაზე წერილობით ეცნობა ცედენტის მიერ ან მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; და
ბ) შეტყობინებაში იდენტიფიცირებულია ობიექტთან დაკავშირებული უფლებები.
2. სხვა ნებისმიერი საფუძვლის მიუხედავად, რომლის თანახმადაც მოვალე გადახდით ან მოქმედების განხორციელებით თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ასეთ გადახდას ან ვალდებულების შესრულებას ამ მიზნისთვის ძალა აქვს, თუ ის შესრულებულია წინა პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის არცერთი დებულება გავლენას არ ახდენს კონკურენტული ცესიების პრიორიტეტის წესზ