1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.
2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლი · სკ 453
1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.
2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვი
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 453-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორის გარდაცვალება განიხილება ვალდებულების შეწყვეტის ზოგად საფუძვლად იმ შემთხვევაში, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.
იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება.
…რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს.

გარდა ხსენებულისა, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართებულად უარყო მოვალის პოზიცია მსესხებლის გარდაცვალების გამო ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 453, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-453/