გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210118002553609
საქმე #2/290-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,, კ------- ბ----”
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: მ--–----ი ბ-----–--ე, ნ---- ბ-----–--ე, შ------- ბ-----–--ე, ზ------ ბ-----–--ე, ზ---- ბ-----–--ე.
წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი.
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს წარმომადგენელმა, მოპასუხეების - მ--–----ი ბ-----–--ის (პ/ნ. 3----------), ნ---- ბ-----–--ის (პ/ნ. 3----------), შ------- ბ-----–--ის (პ.ნ. 3----------), ზ------ ბ-----–--ის (პ/ნ. 3----------) და ზ---- ბ-----–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და აწ. გარდაცვლილ გ------- ბ-----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე 240 თვის ვადით 203- წლის 24 დეკემბრამდე, გასაცემი სესხების მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 24 დეკემბერს გ------- ბ-----–--ეს, მ--–----ი ბ-----–--ეს, ნ---- ბ-----–--ეს, შ------- ბ-----–--ეს და მეორეს მხრივ მ----------------- ო---------–-- კ-------ს შორის დაიდო #20150228GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების 2014 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად, რომლითაც მ----------------- ო---------–-- კ-------ს მიერ გ------- ბ-----–--ის სახელზე იხსნებოდა სესხის ხაზი, გაცემული იყო ან გაიცემოდა სესხი. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 50000 ლარს. იპოთეკით დაიტვირთა საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 20151225GBAND, რის საფუძველზედაც გ------- ბ-----–--ემ ისესხა 17000 აშშ დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 60 თვეს,მოსარჩელე განმარტავს, რომ სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულებითა და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღესზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის #20150228GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----–--ის, მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა მსესხებელი გ------- ბ-----–--ე, სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა მ--–----ი ბ-----–--ემ. 2016 წლის 29 ივნისს გარდაცვლილის მემკვიდრეებმა მ--–----ი ბ-----–--ემ, ნ---- ბ-----–--ემ, შ------- ბ-----–--ემ განცხადებით მომართეს, რომ იღებდნენ ვალდებულებას შეესრულებინათ მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულებები.
მოპასუხეების მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ასევე თავდებნი არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელის განმარტებით ამჟამად მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 15046.96 აშშ დოლარი, საიდანაც 114-4.85 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 2844.02 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, სადაზღვეო შესატანი - 481.78 აშშდოლარი, 67.64 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლო 218.67 ა.შ.შ. დოლარი. მოსარჩელემ აღნიშნული თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ თანხის დაკისრების ნაწილში დააზუსტა მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს დაეკისროს გადასახდელად სოლიდარულად 14981.93 აშშ დოლარი, საიდანაც 1--78.17 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 2844.02 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, 692.10 აშშ დოლარი ჯარიმა, 67.64 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო. მოსარჩელემ აღნიშნული თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელე ითხოვს მ--–----ი ბ-----–--ე (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნას გ------- ბ-----–--ის (პ/ნ 3----------) უფლებამონაცვლედ.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - სს მ----------------- ო---------–-- კ-------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1115.96ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 21 ლარი.
მოსარჩელე მოპასუხეთა/მოვალეთა სოლიდარული დავალიანების გადახდევინების მიზნით ითხოვს სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას იპოთეკის საგანი: მალზახი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე საჩხერის რაიონი, სოფელი ჩიხა, დაზუსტებული ფართი 1890 კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა ნაგებობის საერთო ფართი 391.03 კვ.მ. საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოვალეების/მოპასუხეების მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის, ზ------ ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის საკუთრებაში არსებულ სხვაქონებაზე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხებმა შესაგებელი შემოიტანეს სადაც მიუთითებენ, რომ სესხის ხელშეკრულება არის კანონის დარღვევით შედგენილი მოპასუხეების განმარტებით მ--–---- ბ-----–--ე პასუხისმგებელი არ არის იმ ვალდებულების შესრულებაზე რომელიც გ------- ბ-----–--ეს ქონდა აღებული. მოპასუხეები ასევე მიუთითებენ იმასაც, რომ სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული მათი ქონება, რაც უსაფუძვლო და არაკონსტიტუციურია, მათივე განმარტებით არ შეიძლება იპოთეკით დაიტვირთოს და სარეალიზაციოდ იქნეს მიქცეული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულების ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე არსებობს საფუძველი, რომ ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს ბათილად და არ დაკმაყოფილდეს სარჩელი. მოპასუხეების განმარტებით მოსარჩელე არასწორად უთითებს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებს. მოპასუხეებმა სხდომაზე ასევე მიუთითეს, რომ მოცემული თანხის გადახდაზე მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ ვალდებული იყო სადაზღვევო კომპანია, რადგან მხარეებს შორის დადებული იყო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთან მოპასუხეები სასამართლოს სხდომაზე იმასაც მიუთითებენ, რომ გ------- ბ-----–--ის გარდაცვალების შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება წყდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და აწ გარდაცვლილ გ------- ბ-----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე 240 თვის ვადით 203- წლის 24 დეკემბრამდე (2.1, 3.3. პ-ები) გასაცემი სესხების მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარი(3.1. პ-ები). ხელშეკრულების 2.2. პუნქტში აღნიშნულია: „ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი „მსესხებლის“ ნებისმიერი ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნება წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ან გირავნობის, ან იპოთეკის, ან თავდებობის ან/და სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნებით (ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ერთად ან მხოლოდ რომელიმე ორით, ან სამით), რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად „მსესხებლის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული რომელიმე სესხის ხელშეკრულების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში (ან შეუსაბამობა ამ ხელშეკრულების პირობებთან) ანიჭებს გამსესხებელს უფლებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს დაკმაყოფილება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების საგნებიდან“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ.25-26).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ, 2015 წლის 24 დეკემბერს გ------- ბ-----–--ეს, მ--–----ი ბ-----–--ეს, ნ---- ბ-----–--ეს, შ------- ბ-----–--ეს და მეორეს მხრივ მ----------------- ო---------–-- კ-------ს შორის დაიდო #20150228GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების 2014 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად, რომლითაც მ----------------- ო---------–-- კ-------ს მიერ გ------- ბ-----–--ის სახელზე “იხსნებოდა სესხის ხაზი, გაცემული იყო ან გაიცემოდა სესხი.“ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 50000 ლარს. იპოთეკით დაიტვირთა საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ. 25-26).
- 2015 წლის 24 დეკემბრის #20150228 GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27-29).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია რომ, 2015 წლის 24 დეკემბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 20151225GBAND, რის საფუძველზედაც გ------- ბ-----–--ემ ისესხა 17000 აშს დოლარი (2.1. და 2.2. პუნქტები). სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 60 თვეს, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიასთან ერთად (3.2. და 5.1. პ-ები). სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი 1.3% თვეში (3.8. პუნქტი) სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვე ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილია ზემოთ აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით (იპოთეკის ხელშეკრულების 1.1 და 2.1 პუნქტები) და ასევე თავდებობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ. 25-26).
- 2015 წლის 24 დეკემბრის #20150228 GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27-29).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- 2015 წლის 25 დეკემბრის #20151225 GBAND სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები, სადაზღვეო ბუკლეტი (ს.ფ 34-40).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ თავდებობის შესახებ განცხადებებით და ხელშეკრულებებით გამსესხებლის წინაშე 24/12/2015 წელს მ--–----ი ბ-----–--ემ, ნ---- ბ-----–--ემ, შ------- ბ-----–--ემ, ზ------ ბ-----–--ემ გამსესხებლის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ------- ბ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, ხოლო ზ---- ბ-----–--ემ 25/12/2015 წელს იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე გ------- ბ-----–--ის მიერ 25/12/2015 წლის სესხის ხელშეკრულებით # 20151225GBAND ნაკისრ ვალდებულებაზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირითად თანხაზე - 17000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 7524.38 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 850.20 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 25374.57 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას (თავ. ხელ. 3.1.,3.5. პ-ები) ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფფრთხლებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა წერილობითი მოთხოვნების შესაბამისად (3.2.პ.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ. 25-26).
- 2015 წლის 24 დეკემბრის #20150228 GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27-29).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- 2015 წლის 25 დეკემბრის #20151225 GBAND სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები, სადაზღვეო ბუკლეტი (ს.ფ 34-40).
- თავდების შესახებ განცხადებები. (ს.ფ. 41-45)
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 46-50)
- პირადობის მოწმობის ასლები (ს.ფ. 51-52)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია, რომ სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების 8.1. და 8.2. პუნქტების, სესხის ხელშეკრულების 6.1. და 7.4., პუნქტების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღესზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
სესხის ხელშეკრულების 8.1 პუნქტების შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეამდე დარიცხული ჯარიმები (8.2. პუნქტები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 25 დეკემბრის #20151225 GBAND სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები, სადაზღვეო ბუკლეტი (ს.ფ 34-40).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის #20150228GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ხაზით მომსახურების 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად, რომლითაც მ----------------- ო---------–-- კ-------ს მიერ გ------- ბ-----–--ის სახელზე იხსნებოდა სესხის ხაზი, გაცემული იყო ან გაიცემოდა სესხი, იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----–--ის, მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (1.1., 2.1., 2.2, პუნქტები). კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე საჩხერის რაიონი, სოფელი ჩიხა, დაზუსტებული ფართი 1890 კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა ნაგებობის საერთო ფართი 391.03 კვ.მ. საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ: განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882015738472, რეგისტრაციის თარიღი 24/12/2015 წელი, ხოლო იპოთეკის უფლების რეგისტრაციის თრიღი 25/12/2015 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ. 25-26).
- 2015 წლის 24 დეკემბრის #20150228 GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27-29).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- 2015 წლის 25 დეკემბრის #20151225 GBAND სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები, სადაზღვეო ბუკლეტი (ს.ფ 34-40).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.7. დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტებით და სესხის ხელშეკრულების 9.1. პუნქტების თანახმად მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. (ს.ფ. 25-26).
- 2015 წლის 24 დეკემბრის #20150228 GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულება. (ს.ფ. 27-29).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- 2015 წლის 25 დეკემბრის #20151225 GBAND სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები, სადაზღვეო ბუკლეტი (ს.ფ 34-40).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.8. დადგენილია, რომ 03.03.2016 წელს გარდაიცვალა მსესხებელი გ------- ბ-----–--ე, 29.06.2016 წელს გარდაცვლილის მემკვიდრეებმა მ--–----ი ბ-----–--ემ, შ------- ბ-----–--ემ და ნ---- ბ-----–--ემ განცხადებით მიმართეს მოსარჩელეს , რომ იღებდნენ ვალდებულებას შეესრულებინათ მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულებები. სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა მ--–----ი ბ-----–--ემ და 21.12.2016 წელს ნოტარიუს ი. დევდარიანის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა გ------- ბ-----–--ის სამკვიდრო ქონებაზე შვილზე მ--–----ი ბ-----–--ეზე, რომელმაც რეესტრში მისი წილი დაირეგისტრირა. შესაბამისად ქონება-საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1-- აღირიცხა მ--–----ი , შ------- და ნ---- ბ-----–--ეების სახელზე
დადგენილია, რომ მემკვიდრეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი რომელიც ზუსტად დაადგენდა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
მოპასუხეების მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ასევე თავდებნი არ ასრულებენ თავდეობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს. მოპასუხეებს: მსესხებელსა და თავდებებს ეცნობათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, მოთხოვილია სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული 2017 წლის 01 იანვრის გადასახდელი ნაწილობრივი გადახდით მემკვიდრემ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 30-33)
- გარდაცვალების მოწმობა , დაზღვევის პასუხი, 2016 წლის 06 ივნის გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო ცნობა გარდაცვალების მიზეზის შესახებ. (ს.ფ 53-58)
- სამკვიდრო მოწმობა. (ს.ფ.64)
- მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, და შ------- ბ-----–--ის 2016 წლის 29 ივნისის განცხადება (ს.ფ. 67)
- გაფრთხილების წერილები და საფოსტო უკუგზავნილები. (ს.ფ. 68-99)
3.2.9. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით ამჟამად მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 14981.93 აშშ დოლარი, საიდანაც 1--78.17 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 2844.02 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი, 692.10 აშშ დოლარი ჯარიმა, 67.64 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო.
სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით 811,31 აშშ დოლარი არის სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის დავალიანება , ხოლო 2032.71 აშშ დოლარი არის სარჩელის შემოტანიდან მთლიანად ხელშეკრულების დასრულებამდე არსებული პროცენტის დავალიანება. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანიდან ერთი წლის განმავლობაში პროცენტის სახით არსებული პროცენტი არის 1280,62 ა.შ.შ. დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 99-100)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.10. დადგენილია, რომ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია მსესხებლის სასარგებლოდ ს.ს. ,,კ-------ს“ მიერ. სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის პოლისისა და ხელშეკრულების გაცნობის თაობაზე გ------- ბ-----–--ის ხელმოწერა დაფიქსირებულია ბუკლეტზე, სადაც მითითებულია პოლისისა და ხელშეკრულების ზოგიერთი დანაწესი მათ შორის არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად და მზღვეველისაგან სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა არ მოხდება , თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია , რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მიზეზით: ავთვისებიანმა სიმსივნემ, გულის ქრონიკულმა უკმარისობამ, ცერემბრალურმა დაავადებებმა...... ამავე ბუკლეტში მითითებულია, რომ ,,დაავადებების ზუსტი ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის ხელშეკრულებაში“.
ღია პოლისში დაფიქსირებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესის 3.1. პუნქტის მიხედვით მზღვეველს უნდა წარედგინოს გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში : ა)დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა; ბ)სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი), ამასთან თუ მოწმობა არ შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, სავალდებულოა გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი......
ღია პოლისის 3.1.1. პუნქტის თანახმად მხარეთა მიერ შეთანხმებულია, რომ თუ სადაზღვევი ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 5000 დოლარს და ამავდროულად 3.1. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანოს დასკვნაში არ არის მითითებული დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, მზღვეველი ანაზღაურებას გასცემს ასეთი მიზეზის მითითების გარეშე
ღია პოლისის 3.4. პუნქტის შესაბამისად მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში მოსარგებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევებში დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება მოთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადის გაკეთება და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მოსარგებლის უფლებამოსილებაა.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების სამედიცინო ცნობა N106-ის მიხედვით გ------- ბ-----–--ის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პოლისი (ს.ფ.205-206)
- ბუკლეტი(ს.ფ.40)
- სამედიცინო ცნობა(ს.ფ.58)
- მხარეთა-ახსნა განმარტება
3.2.11. ს.ს. ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ წერილით მ--–---- ბ-----–--ეს ეცნობა, რომ მზღვეველისათვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან შეუძლებელია გ------- ბ-----–--ის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა აღემატება 5000 ა.შ.შ. დოლარს. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ღია პოლისის 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რის გამოც ს.ს. ,,კ------- ბანკს“. როგორც დამზღვევსა და მოსარგებლეს 2016 წლის 28 ივნისის წერილით დასაბუთებული უარი ეცნობა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული წერილი წარმოდგენილია საქმეში. ასევე საქმეში წარმოდგენილია გ------- ბ-----–--ის მიერ ს.ს.,, კ------- ბ----დან“ აღებული სესხები, რომელიც არ აღემატება 5000 ა.შ.შ. დოლარს და ანაზღაურებულია სადაზღვევო კომპანიის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ.221-222)
- დოკუმენტაცია ვალის ანაზღაურების თაობაზე(ს.ფ.169-179)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.12. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------“-მ 2016 წლის 09 სექტემბერს შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს „კ------- ბ----“,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.101-107)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სარჩელი მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის, ზ----- ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
მ--–---- ბ-----–--ეს, ნ---- ბ-----–--ეს, შ------- ბ-----–--ეს, ზ----- ბ-----–--ეს და ზ---- ბ-----–--ეს ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ (მათ შორის მ--–---- ბ-----–--ეს როგორც აწ. გარდაცვლილი გ------- ბ-----–--ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში , ასევე როგორც თავმდებობის ფარგლებში) სოლიდარულად უნდა დაეკისროს 14229,84 ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც 1--78,17 ა.შ.შ. არის ძირი თანხა, პროცენტი 2091,93 ა.შ.შ. დოლარი (811,31 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 1280,62 ა.შ.შ. დოლარი არის მიუღებელი შემოსავალი) , 67,64 ა.შ.შ. დოლარი არის საკომისიო, 692,1 ა,შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო)
მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა იქნას მიქცეული მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი ჩიხა, დაზუსტებული ფართობი 1890 კვ.მ. ს/კ 3-.02.4-.1--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხეებისათვის დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხეების-მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის, ზ------ ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე ,417-420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
6.2.დადგენილია რომ, 2015 წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და აწ გარდაცვლილ გ------- ბ-----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე 240 თვის ვადით 2035 წლის 24 დეკემბრამდე (2.1, 3.3. პ-ები) გასაცემი სესხების მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარი.
დადგენილია რომ, 2015 წლის 24 დეკემბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში 2015 წლის 25 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 20151225GBAND, რის საფუძველზედაც გ------- ბ-----–--ემ ისესხა 17000 აშშ დოლარი (2.1. და 2.2. პუნქტები). სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 60 თვეს, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიასთან ერთად (3.2. და 5.1. პ-ები). სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი 1.3% თვეში (3.8. პუნქტი) სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვე ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით და ასევე თავდებობით.
6.3. დადგენილია, რომ 03.03.2016 წელს გარდაიცვალა მსესხებელი გ------- ბაანძელაძე, 29.06.2016 წელს გარდაცვლილის მემკვიდრეებმა მ--–----ი ბ-----–--ემ, შ------- ბ-----–--ემ და ნ---- ბ-----–--ემ განცხადებით მიმართეს მოსარჩელეს , რომ იღებდნენ ვალდებულებას შეესრულებინათ მამკვიდრებლის სასეესხო ვალდებულებები. სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა მ--–----ი ბ-----–--ემ და 21.12.2016 წელს ნოტარიუს ი. დევდარიანის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა გ------- ბ-----–--ის სამკვიდრო ქონებაზე შვილზე მ--–----ი ბ-----–--ეზე, რომელმაც რეესტრში მისი წილი დაირეგისტრირა.
დადგენილია, რომ მემკვიდრეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი რომელიც ზუსტად დაადგენდა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
მოპასუხეების მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ასევე თავდებები არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს. მოპასუხეებს: მსესხებელსა და თავდებებს ეცნობათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
ღია პოლისში დაფიქსირებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესის 3.1. პუნქტის მიხედვით მზღვეველს უნდა წარედგინოს გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში : ა)დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა; ბ)სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი), ამასთან თუ მოწმობა არ შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, სავალდებულოა გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი......
ღია პოლისის 3.1.1. პუნქტის თანახმად მხარეთა მიერ შეთანხმებულია, რომ თუ სადაზღვევი ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 5000 დოლარს და ამავდროულად 3.1. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანოს დასკვნაში არ არის მითითებული დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, მზღვეველი ანაზღაურებას გასცემს ასეთი მიზეზის მითითების გარეშე
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების სამედიცინო ცნობა N106-ის მიხედვით გ------- ბ-----–--ის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.
6.5.მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ------- ბ-----–--ის გარდაცვალების გამო, მიუხედავად სიკვდილის მიზეზის დაუდგენლობისა, სესხზე პასუხისმგებელია სადაზღვევო კომპანია სასამართლო ვერ გაიზიარებს , ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ პოზიციასაც, რომ გ------- ბ-----–--ის გარდაცვალებით სასესხო ვალდებულება შეწყდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო პოლისის 3.4. პუნქტის მიხედვით: „მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევაში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება, მოთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადის გაკეთება და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მოსარგებლის უფლებამოსილებაა“. საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად მოტივირებული და მართლზომიერი იყო მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე და დამზღვევი შეედავა თუ არა მზღვეველს უარის გამო, სამართლებრივად არ ცვლის მხარეთა შორის არსებულ ზემოხსენებულ შეთანხმებას, რომ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეებს ეკისრებათ.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად: გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
6.6.სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მ--–---- ბ-----–--ე არის დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრე (გაცემულია სამკვიდრო მოწმობა), 1328-ე მუხლის მიხედვით: „სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე თავად დამზღვევმა მიმართა მზღვეველს, რაც მისი, როგორც სადაზღვევო პოლისით მოსარგებლის (ბენეფიციარის) ვალდებულება იყო, მზღვეველისადმი დამზღვევის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობები სახეზე იყო, შესაბამისად, დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება, წარუდგინა მზღვეველს დოკუმენტაცია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მომენტისათვის, სამკვიდრო ქონებაში შევიდა სიკვდილის მომენტისათვის არსებული აქტივი და პასივი და სწორედ ამ ფარგლებში უნდა მოხდეს კრედიტორის დაკმაყოფილება მსესხებლის ნაწილში.
6.7. სსკ-ის 1484-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა და ვერც რეფინანსირების საკითხი. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორთა არგუმენტი... საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს სწორედ სამემკვიდრეო ურთიერთობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, მემკვიდრის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, „ (იხ.სუსგ # ას-567-538-2015, 16.10.2015წ.).
სიკვდილის მიზეზის დადგენის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ არის და აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მემკვიდრის მხარეზეა, რადგან ბ----ს მიერ წარდგენილი იქნა სადაზღვევო კომპანიაში ყველა დოკუმენტი , რაც მემკვიდრეებმა გადასცეს. დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება, წარუდგინა მზღვეველს დოკუმენტაცია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ---- არ შედავებია მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობის გამო, ანუ რამდენად დასაბუთებული იყო მზღვეველის უარი. აღნიშნული კი მემკვიდრეს წარმოუშობს უფლებას, რომ მოთხოვნა წარუდგინოს მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას), რადგან სწორედ ამ უკანასკნელის ნაცვლად მოუწია დაზღვეულის მემკვიდრეს ბ----ს წინაშე ვალდებულების შესრულება და ეს შესრულება მიიღო კრედიტორმა.
6.8.განსახილველ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის საკითხი სადაო არაა და დადგენილია, რადგან სამკვიდრო მიღებულია მ--–---- ბ-----–--ის მიერ და სწორედ მასზეა გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
ამდენად ამ შემთხვევაში, ბ----ს ინტერესი სრულიად დაცული და მოწესრიგებულია სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით . სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია, ასევე საფუძვლიანია პირგასამტეხლოს , საკომისიოს და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის მოთხოვნა. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალის მოთხოვნას ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
3.9. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვე ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაზე # 20151225GBAND, პირგასამტეხლოს - 692,10 მოთხოვნა სარჩელის ფარგლებში გონივრულია. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს შეთანხმებული და სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული საკომისიო.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ თავდებობის შესახებ განცხადებებით და ხელშეკრულებებით გამსესხებლის წინაშე 24/12/2015 წელს მ--–----ი ბ-----–--ემ, ნ---- ბ-----–--ემ, შ------- ბ-----–--ემ, ზ------ ბ-----–--ემ გამსესხებლის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ------- ბ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, ხოლო ზ---- ბ-----–--ემ 25/12/2015 წელს იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე გ------- ბ-----–--ის მიერ 25/12/2015 წლის სესხის ხელშეკრულებით # 20151225GBAND ნაკისრ ვალდებულებაზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირითად თანხაზე - 17000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 7524.38 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 850.20 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 25374.57 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას (თავ. ხელ. 3.1.,3.5. პ-ები) ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფფრთხლებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა წერილობითი მოთხოვნების შესაბამისად (3.2.პ.).
მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავმდებები - მ--–----ი ბ-----–--ე, ნ---- ბ-----–--ე, შ------- ბ-----–--ე, ზ------ ბ-----–--ე ვალდებულნი არიან, , სოლიდარულად უზრუნველყონ, ხოლო აწ. გარდაცვლილი გ------- ბ-----–--ე ვალდებული იყო სოლიდარულად უზრუნველეყო, მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება. თავდებები ვალდებულები არიან იკისრონ ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდაზე 2015 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან # 20151225GBAND გამომდინარე.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით 811,31 აშშ დოლარი არის სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის დავალიანება , ხოლო 2032.71 აშშ დოლარი არის სარჩელის შემოტანიდან მთლიანად ხელშეკრულების დასრულებამდე არსებული პროცენტის დავალიანება. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანიდან ერთი წლის განმავლობაში პროცენტის სახით არსებული გადასახდელია 1280,62 ა.შ.შ. დოლარი და აღნიშნული თანხის დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხეებისთვის ზომიერია სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე.
6.12. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის #20150228GBAND-I იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ხაზით მომსახურების 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად, რომლითაც მ----------------- ო---------–-- კ-------ს მიერ გ------- ბ-----–--ის სახელზე იხსნებოდა სესხის ხაზი, გაცემული იყო ან გაიცემოდა სესხი, იპოთეკით დაიტვირთა გ------- ბ-----–--ის, მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (1.1., 2.1., 2.2, პუნქტები). კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე საჩხერის რაიონი, სოფელი ჩიხა, დაზუსტებული ფართი 1890 კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N1 შენობა ნაგებობის საერთო ფართი 391.03 კვ.მ. საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--. იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ: განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882015738472, რეგისტრაციის თარიღი 24/12/2015 წელი, ხოლო იპოთეკის უფლების რეგისტრაციის თრიღი 25/12/2015 წელი.
ერთმნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეთა მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, რის გამოც მოსარჩელეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--. რეალიზაცია. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 3-.02.4-.1--.
6.13. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა და შეამცირა მოთხოვნა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს ხარჯების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სარჩელი მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის, ზ----- ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მ--–----ი ბ-----–--ეს, ნ---- ბ-----–--ეს, შ------- ბ-----–--ეს ზ----- ბ-----–--ეს და ზ---- ბ-----–--ეს ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ (მათ შორის მ--–---- ბ-----–--ეს როგორც აწ. გარდაცვლილი გ------- ბ-----–--ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში , ასევე როგორც თავმდებობის ფარგლებში) სოლიდარულად დაეკისროს 14229,84 (თოთხმეტი ათას ორასოცდაცხრა დოლარი და 84 ცენტი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც 1--78,17 ა.შ.შ. არის ძირი თანხა, პროცენტი 2091,93 ა.შ.შ. დოლარი (811,31 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 1280,62 ა.შ.შ. დოლარი არის მიუღებელი შემოსავალი), 67,64 ა.შ.შ. დოლარი არის საკომისიო, 692,1 ა,შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო)
1.2. მ--–----ი ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის ზ----- ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის სოლიდარული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი ჩიხა, დაზუსტებული ფართობი 1890 კვ.მ. ს/კ 3-.02.4-.1--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხეებისათვის დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხეების-მ--–---- ბ-----–--ის, ნ---- ბ-----–--ის, შ------- ბ-----–--ის, ზ------ ბ-----–--ის და ზ---- ბ-----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მ--–----ი ბ-----–--ეს, ნ---- ბ-----–--ეს, ზ----- ბ-----–--ეს, შ------- ბ-----–--ეს და ზ---- ბ-----–--ეს სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1101 (ათასასერთი) ლარი და 31(ოცდათერთმეტი) თეთრი. ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 21 (ოცდაერთი) ლარი.
3. ს.ს. ,,კ------- ბანკ”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 04(ოთხი) ლარი და 78 (სამოცდათვრამეტი) თეთრი (გადახდის თარიღი – 31.05.2018 წ; საგადასახადო დავალება - №23-020, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“; გადამხდელის ბ---- – სს ”კ------- ბ----”; ბ----ს კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 1115.96 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი