გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210118002393828
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10572-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი - თა------------ე

მოპასუხეები - გი-------–---–-----ი, ნა-------–---–-----ი

წარმომადგენელი - კო---------------–-–---–ი, გუ-–-------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ (მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) დაეკისროთ:

1. 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 12483.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11202.46 ლარი, პროცენტი - 1260.49 ლარი და დაზღვევა - 20.53 ლარი.

2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 14 მარტიდან) 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 11202.46 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 144.69 ლარს.

3. 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 12949.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11-06.35 ლარი, პროცენტი - 1315.69 ლარი და დაზღვევა - 27.3- ლარი.

4. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 14 მარტიდან) 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 11-06.35 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 149.91 ლარს.

5. 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 4757.70 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3982.23 ლარი და პროცენტი - 775.47 ლარი.

6. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 14 მარტიდან) 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3982.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 3-% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.51 ლარს.

 

(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ გაიხმო სარჩელი 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულების, 2----–-–---------------–-- საბანკო კრედიტის #1-------8----3- ხელშეკრულებისა და 2----–-–------------ საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ნაწილში/ იხ. განცხადება ს.ფ. 192-193).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 201- წლის 28 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15000 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 15 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G--H-ში.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 15 ივლისს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 6320.51 ლარი, საიდანაც 3797.54 ლარით დაიფარა ძირი თანხა, ხოლო 2522.97 ლარით - პროცენტი. 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 14852.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 11202.46 ლარი, პროცენტი - 1260.49 ლარი, ჯარიმა - 2369.05 ლარი და დაზღვევა - 20.53 ლარი.

 

ასევე, სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 2017 წლის 05 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 20 დეკემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 20 ივლისს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 2159.1- ლარი, საიდანაც 1293.65 ლარით დაიფარა ძირი თანხა, ხოლო 865.51 ლარით - პროცენტი. 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1496-.04 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 11-06.35 ლარი, პროცენტი - 1315.69 ლარი, ჯარიმა - 2018.67 ლარი და დაზღვევა - 27.3- ლარი.

 

გარდა ამისა, სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 201- წლის 1------------–- დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3-%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 3-%-ით კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 11 რიცხვი. ამასთან, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

კ-----–---–---რის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის ივლისის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6295.02 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3982.23 ლარი, პროცენტი - 775.47 ლარი და ჯარიმა - 1537.32 ლარი.

 

როგორც აღინიშნა, 201- წლის 2----------, 2----–-–--------------- და 201- წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

მსესხებელი კ-----–---–---რი გარდაიცვალა 20---–-–------------. 2017 წლის 19 დეკემბერს, როცა ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვლების შესახებ, მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო პასივებში სს “თი---------ის” მიმართ არსებული დავალიანების გათვალისწინების მოთხოვნით. გარდაცვალებამდე მსესხებლის საკუთრებაში ირიცხებოდა შემდეგი უძრავი ქონება - მის: თ------–----ოს რ-----ი, ს----. ახალს----ელი. საკადასტრო კოდით: 8-.1-.3-.0--.

 

20---–-–-------------- გაიცა #1-------- და #1-------- სამკვიდრო მოწმობები, რომელთა საფუძველზეც, მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ და შვილმა - გ------- და ნა-------–---–-----ებმა მსესხებლისგან მემკვიდრეობით მიიღეს მამკვიდრებლის აქტივები, მათ შორის, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. სამკვიდრო მოწმობები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოპასუხეები აღირიცხნენ უძრავი ქონების მესაკუთრედ. მთლიანი სამკვიდრო ქონების ღირებულებაა 50000 ლარი. სამკვიდროში თითოეული მემკვიდრის წილი განისაზღვრა 1/2-ით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხე გი-------–---–-----ის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მამის კ-----–---–---რის გარდაცვალების გამო სადაზღვევო კომპანიის მიერ უნდა მომხდარიყო საკრედიტო დავალიანების დაფარვა, ვინაიდან, მსესხებელი კ-----–---–---რი დაზღვეული იყო. შესაბამისად, აღნიშნული დავალიანება, მოსარჩელის მიერ სარჩელის შემოტანის მომენტისათვის აღარ უნდა არსებობდეს.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 182-185, ს.ფ. 136-140, მოისმინეთ 2019 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, მოპასუხის ახსნა-განმარტება)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 201- წლის 28 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15000 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 15 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G--H-ში.

 

201- წლის 28 მარტს გაიცა პოლისი, რომლითაც, დაზღვეულ იქნა კ-----–---–---რის სიცოცხლე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (ძირითად თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29);

- ხელშეკრულების დანართი N1/პოლისი (ს.ფ. 30-32);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 3--34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 2017 წლის 05 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12900 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 20 დეკემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

2017 წლის 05 იანვარს გაიცა ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც, დაზღვეულ იქნა კ-----–---–---რის სიცოცხლე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ. სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვრა შემდეგნაირად: სადაზღვევო შემთხვევისას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულის გარდაცვალების დღისათვის არსებული მიმდინარე დავალიანების, სესხის ძირითადი თანხის სახით, მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტებისა და სესხში დაზღვეულის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება (ს.ფ. 40-46);

- დანართი N1/ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 49);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 201- წლის 1------------–- დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3-%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 3-%-ით კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 11 რიცხვი. ამასთან, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 64-66);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 67-83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 20---–-–------------ გარდაიცვალა მსესხებელი კ-----–---–---რი და 20---–-–-------------- ნოტარიუსის მიერ გი-------–---–-----ის და ნა-------–---–-----ის სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობები.

 

მითითებული სამკვიდრო მოწმობების თანახმად, თითოეულმა მემკვიდრემ მიიღო გარდაცვლილი კ-----–---–---რის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ამავე სანოტარო აქტით, მემკვიდრეების განცხადების საფუძველზე სამკვიდრო ქონების ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარით, ხოლო თითეული მემკვიდრის წილის ღირებულება 25 000 ლარით.

 

სადავო არ არის გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეს დროულად ეცნობა მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობები (ს.ფ. 100-103);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. მსესხებელი კ-----–---–---რი გარდაცვალებამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა, გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით იხდიდა სესხის ძირ თანხას, პროცენტსა და სადაზღვევო თანხებს. მსესხებელი გარდაიცვალა 20---–-–------------ მომდევნო თვის გადასახადის გადახდის დრომდე, რაც მოწმობს რომ დავალიანების შესახებ ცნობაში 201- წლის 2----------ა და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გათვალისწინებული სარგებელი და ჯარიმა წარმოადგენს კ-----–---–---რის გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის ივლისის თვიდან დარიცხულ თანხას.

 

შესაბამისად, სს ,,თი---------ი“-ს მიმართ, 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კ-----–---–---რს ერიცხება დავალიანება - 14852,53 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 202,46 ლარი, პროცენტი - 1260,49 ლარი, პირგასამტეხლო - 2369,05 ლარი, დაზღვევა - 20,53 ლარი; 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14 96-,04 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 606,35 ლარი, პროცენტი - 1315,69 ლარი, ჯარიმა - 2018,67 ლარი, დაზღვევა 27,3- ლარი. ხოლო 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 295,02 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 982,23 ლარი, სარგებელი - 775,47 ლარი, ჯარიმა 1537,32 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 93);

- საბანკო ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 8--92);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,თი---------ი“-ს მიერ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული იყო მხოლოდ კ-----–---–---რის სახელზე რიცხული ორი სესხი (201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება), ხოლო მსესხებლის გარდაცვალების დროისათვის, კერძოდ, 2017 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ირიცხებოდა შემდეგი სასესხო ვალდებულებები:

ა) 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კ-----–---–---რს ერიცხება დავალიანება - 14852,53 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 202,46 ლარი, პროცენტი - 1260,49 ლარი, პირგასამტეხლო - 2369,05 ლარი, დაზღვევა - 20,53 ლარი;

ბ) 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14 96-,04 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 606,35 ლარი, პროცენტი - 1315,69 ლარი, ჯარიმა - 2018,67 ლარი, დაზღვევა 27,3- ლარი.

გ) ხოლო 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 295,02 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 982,23 ლარი, სარგებელი - 775,47 ლარი, ჯარიმა 1537,32 ლარი;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მასზედ, რომ სს ,,თი---------მა“ 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და როგორც მემკვიდრე გათავისუფლდებოდა კ-----–---–---რის ვალდებულების შესრულებისაგან - რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებელებებით დასტურდება, რომ ე.წ. ''სავალდებულო დაზღვევა'' ეხებოდა მხოლოდ 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტისა #1-------8------ და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებებს და არა ნებისმიერი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და ისიც, მხოლოდ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულია მსესხებლის სახელზე რიცხული მხოლოდ 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტისა #1-------8------ და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებები, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილი იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში წარედგინა მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილში სს ,,თი---------ი“-ს მხრიდან უმოქმედობით მის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზღვეული იყო მხოლოდ ორი სესხი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა რა უფლებამოსილების განხორციელება შეეძლო ბანკს სადაზღვევო კომპანიის მიმართ კონკრეტულ მოცემულობაში, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 394-ე, 400-ე, 403-ე, 411-ე, 412-ე, 799-ე, 867-ე, 86--ე, 1421-ე, 1424-ე, 1328-ე, 1439-ე, 148--ე, 1488-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავა წარმოშობილია 201- წლის 2----------ა და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, რომლის ფარგლებშიც დაზღვეული სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისით, რომლის თანახმად დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ: მზღვეველი - G-- ჰ---–------ და ,,თ-----------------“; დაზღვეული - კ-----–---–---რი; მოსარგებლე - სს ,,თი---------ი“; სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით ან მათ შორის უბედური შემთხვევით გარდაცვალება.

 

სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, დაფარულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით ან დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება, გარდა პოლისით განსაზღვრული გამონაკლისებისა (ს.ფ. 30-32, 49).

 

ამდენად, სადაზღვევო ურთიერთობებში სწორედ მოსარჩელე იყო დამზღვევიც და მოსარგებლეც. სწორედ მას და მზღვეველს შორის შეთანხმებით მოხდა დაზღვევის პირობების, მათ შორის მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს წარსადგენი დოკუმენტების შეთანხმება, რისი სამართლებრივი შედეგიც ავტომატურად ვრცელდებოდა დაზღვეულზე/მსესხებელზე/მემკვიდრეებზე, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა

მსესხებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობის დადგენა მნიშვნელოვანია დავის საგნიდან გამომდინარე, რათა სასამართლომ განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი წანამძღვრები, კერძოდ, სარჩელისა და შესაგებლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, ამ უკანასკნელის შეფასება სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა.

 

მოპასუხე შესაგებელს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებლის გარდაცვალების გამო სასესხო ვალდებულების დაფარვა უნდა განეხორციელებინა არა მის მემკვიდრეს, არამედ სადაზღვევო კომპანიას, ვინაიდან ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის დადგომის - მსესხებლის გარდაცვალების - შემთხვევაში ბანკისათვის სესხის დაფარვა და მისი მემკვიდრეების გათავისუფლება სასესხო ვალდებულებისაგან.

 

სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს დროულად ეცნობა მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე. მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე - მიმართა სადაზღვევო კომპანია ”G-- ჰ---–------” და ,,თ-----------------“-ს კ-----–---–---რის გარდაცვალების გამო თანხის გადახდის მოთხოვნით, აცნობა მსესხებლის ოჯახის წევრებს/მემკვიდრეებს სადაზღვევო კომპანიაში სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე ან/და თავად მიმართა სადაზღვევო კომპანიას რაიმე განმარტებებით, თუ მოთხოვნით, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთ გარემოების არსებობაზე არც მოსარჩელე მიუთითებს.

 

მოსარჩელე არ მიუთითებს მისი მხრიდან სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და დაზღვეულის/მისი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად სამართლებრივი საშუალების გამოყენებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში საბანკო დაწესებულება თავისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსით უპირისპირდება „სუსტ“ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში მსესხებელ ფიზიკურ პირს, რა დროსაც ბანკი შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტით, რაც მისი ქცევის კეთილსინდისიერებით იზომება. საბანკო კრედიტის თუ მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების სპეციფიკა ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის დამატებით გარანტიები, რომელიც გამორიცხავს ამ ურთიერთობებში არაკეთილსინდისიერი ქცევის ყოველგვარ ეჭვს.

 

სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა სწორედ მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა (იხ.: სუსგ 25.06.2015წ. საქმეზე N13-8-1376- 2014).

 

მოცემულ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის სრულყოფილი დაცვის სანაცვლოდ მოსარჩელეს არც კი უცდია უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება, სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმართვა და მსესხებლის მემკვიდრეებისაგან დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნა განპირობებული უნდა ყოფილიყო ამ გარიგებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფით, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო რისკებისაგან დაცვას.

 

შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეს და სადაზღვევო პოლისით მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენდა მხოლოდ მოსარჩელე ბანკი (დამზღვევი) და მის მემკვიდრეს არ გააჩნდა წვდომა დაზღვევის ხელშეკრულებაზე და მისთვის უცნობი იყო როგორც ანაზღაურების გამომრიცხველი პირობები, ისე წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, ბანკის პასიურმა დამოკიდებულებამ ფაქტობრივად არაქმედითი გახადა სადაზღვევო ხელშეკრულება და საკრედიტო ვალდებულების ტვირთი გადაიტანა გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეზე, ისე რომ არ გამორიცხა აღნიშნული ვალდებულების სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურების შესაძლებლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 201- წლის 28 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15000 ლარი. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G--H-ში.

 

201- წლის 28 მარტს გაიცა პოლისი, რომლითაც, დაზღვეულ იქნა კ-----–---–---რის სიცოცხლე სს თი---------ის სასარგებლოდ. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (ძირითად თანხა).

 

გარდა ამისა, სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის 2017 წლის 05 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12900 ლარი. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

2017 წლის 05 იანვარს გაიცა ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც, დაზღვეულ იქნა კ-----–---–---რის სიცოცხლე სს თი---------ის სასარგებლოდ. სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვრა შემდეგნაირად: სადაზღვევო შემთხვევისას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულის გარდაცვალების დღისათვის არსებული მიმდინარე დავალიანების, სესხის ძირითადი თანხის სახით, მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტებისა და სესხში დაზღვეულის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მსესხებელი კ-----–---–---რი გარდაცვალებამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა, გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით იხდიდა სესხის ძირ თანხას, პროცენტსა და სადაზღვევო თანხებს (მსესხებელი გარდაიცვალა 20---–-–------------) მომდევნო თვის გადასახადის გადახდის დრომდე, რაც მოწმობს რომ დავალიანების შესახებ ცნობაში 201- წლის 2----------ა და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გათვალისწინებული სარგებელი და ჯარიმა წარმოადგენს კ-----–---–---რის გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის ივლისის თვიდან დარიცხულ თანხას. შესაბამისად, სს ,,თი---------ი“-ს მიმართ, 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კ-----–---–---რს ერიცხება დავალიანება - 14852,53 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 202,46 ლარი, პროცენტი - 1260,49 ლარი, პირგასამტეხლო - 2369,05 ლარი, დაზღვევა - 20,53 ლარი; 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14 96-,04 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 11 606,35 ლარი, პროცენტი - 1315,69 ლარი, ჯარიმა - 2018,67 ლარი, დაზღვევა 27,3- ლარი. ხოლო 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 295,02 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 982,23 ლარი, სარგებელი - 775,47 ლარი, ჯარიმა 1537,32 ლარი;

 

ამდენად, სიცოცხლის დაზღვევით მიღებული თანხით უნდა მომხდარიყო ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (201- წლის 2---------- საბანკო კრედიტისა #1-------8------ და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებები) გამომდინარე დავალიანების (ძირითადი თანხის) დაფარვა. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი კ-----–---–---რი გარდაცვალებამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა და მისი გარდაცვალების დროისათვის სარგებელი და დაზღვევის თანხა გადახდილი იყო, სესხის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის გათვალისწინებით, სადაზღვევო თანხა სრულად უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას, ბანკის მხრიდან მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილების მიზნით სადაზღვევო კომპანიისათვის დროულად მიმართვის შემთხვევაში, რაც მოსარჩელის მხრიდან არ იქნა გამოყენებული. აღნიშნულმა კი დამატებით წარმოშვა მსესხებლისათვის სარგებლისა და ჯარიმის დარიცხვა, რომლის გადახდის ვალდებულება (სესხის ძირითადი თანხის ზემოთ არსებული ვალდებულება, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტს სცილდება), მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ ეკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევა ემსახურება ბანკის და მსესხებლის რისკების შემცირებას და არა მხოლოდ ბანკის რისკების შემცირებას. მსესხებლისათვის, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სიცოცხლის დაზღვევა ვალდებულებაა, რომელზეც, როგორც ითქვა, დამოკიდებულია საკრედიტო ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დაზღვევის ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს როგორც ერთ (ბანკი) ისე მეორე (მსესხებელი) ხელშემკვრელ მხარეს, მით უფრო, როდესაც მსესხებელი წლების განმავლობაში მისთვის თანხას იხდის. გამომდინარე აღნიშნულიდან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას (მსესხებლის გარდაცვალება) ბანკმა მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა პირველ რიგში უნდა შეეცადოს სადაზღვევო კომპანიისაგან, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ ერთი წერილით თანხის მოთხოვნაში, არამედ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებაში (სასამართლოსათვის მიმართვა) მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევა აზრს კარგავს მსესხებლისათვის, იგი აღარ ემსახურება მისი რისკების შემცირებას, მის ინტერესებს და გვევლინება მხოლოდ ისეთ ვალდებულებად, რომლისათვის იგი იხდის თანხას, მაგრამ არაფერს იღებს სანაცვლოდ. სადაზღვევო თანხის ”მოსარგებლედ” გვევლინება მხოლოდ ბანკი, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე თანხის მოთხოვნის უფლება უჩნდება მხოლოდ ბანკს და ვინაიდან ბანკის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის, ინტერესია რაც შეიძლება დროულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მსესხებლის უფლებამონაცვლეს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია იდავოს აღნიშნულთან დაკავშირებით და სადაზღვევო კომპანიის უარის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და ეცადა უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენება. აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას და თვლის, რომ იმ პირობებშიც როდესაც მხოლოდ 201- წლის 2----------ა და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები იყო დაზღვეული, შესაბამისად მხოლოდ ამ ნაწილში არსებობს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ-----–---–---რის სამკვიდრო ქონება მიღებული აქვთ მოპასუხეებს - გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მსესხებლის მემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, გი-------–---–-----ი და ნა-------–---–-----ი როგორც კ-----–---–---რის მემკვიდრეები ვალდებულნი იყვნენ დაეკმაყოფილებინათ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, კერძოდ, სს ,,თი---------ი“-ს მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა კ-----–---–---რთან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა.

 

დადგენილია, რომ 20---–-–------------ გარდაიცვალა მსესხებელი კ-----–---–---რი და 20---–-–-------------- ნოტარიუსის მიერ გი-------–---–-----ის და ნა-------–---–-----ის სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობები.

 

მითითებული სამკვიდრო მოწმობების თანახმად, თითოეულმა მემკვიდრემ მიიღო გარდაცვლილი კ-----–---–---რის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ამავე სანოტარო აქტით, მემკვიდრეების განცხადების საფუძველზე სამკვიდრო ქონების ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარით, ხოლო თითოეული მემკვიდრის წილის ღირებულება 25 000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროს მიღებით იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული აქტივების ფარგლებში, შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში. როგორც აღინიშნა, სამკვიდრო ქონების მიღებით მემკვიდრეები არამარტო აქტივის მიღებას ახორციელებენ, არამედ პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და ამდენად, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს „თი---------სა“ და კ-----–---–---რს შორის დადებული 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.

 

მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში, მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, ამასთან, მემკვიდრეები მიღებული აქტივის ფარგლებში აგებენ პასუხს, რომლის შეფასებაც მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც შეეხება მიღებული აქტივის ღირებულებას. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობების თანახმად, თითოეულმა მემკვიდრემ მიიღო გარდაცვლილი კ-----–---–---რის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ამავე სანოტარო აქტით, მემკვიდრეების განცხადების საფუძველზე სამკვიდრო ქონების ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარით, ხოლო თითეული მემკვიდრის წილის ღირებულება 25 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სანოტარო აქტში მის მიერვე მითითებულ აქტივის ღირებულებას, მას სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით უნდა დაედასტურებინა რომ მათ მიერ მიღებული სამკვიდრო წილის ღირებულება ნაკლებია და არ შეესაბამება სანოტარო აქტში მითითებულ ოდენობას.

 

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევაში ვალდებულების შეწყვეტას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 148--ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა და ვერც რეფინანსირების საკითხი. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორთა არგუმენტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 13-0-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულება არ შეიძლებოდა შესულიყო სამკვიდროში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს სწორედ სამემკვიდრეო ურთიერთობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, მემკვიდრის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 148--ე მუხლით, რაც სწორად იქნა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ამასთანავე, ამავე კოდექსის საფუძველზე მიღებული აქტივის ფარგლებში სახეზე გვაქვს კანონისმიერი სოლიდარული ვალდებულება (სკ-ის 471-ე მუხლის). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით დადგენილი წესით მიიღეს სამკვიდრო, სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ინდ.მეწარმე ა. ქ-ის სამკვიდრო პასივზე პასუხისმგებელ პირთა წრე“ (იხ.სუსგ # ას-567-538-2015, 1-.10.2015წ.).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

ამავე კოდექსის 86-.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, 201- წლის 1------------–-, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება საპროცენტო სარგებელზე შეთანხმებას ითვალისწინებს. კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3-%-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მსესხებლის კ-----–---–---რის მემკვიდრეების მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მათთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხეებისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა, კერძოდ საკრედიტო ხელშეკრულბით პროცენტის ოდენობა შეადგენს 3-%.

 

ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის/უფლებამონაცვლეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სს ,,თი---------ი“-ს მიმართ, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ-----–---–---რს ერიცხება დავალიანება - 6 295,02 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 982,23 ლარი, სარგებელი - 775,47 ლარი, ჯარიმა 1537,32 ლარი;

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, მხოლოდ სესხის ძირითად თანხასა და სარგებელს, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 3982.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 3-% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.51 ლარს.

 

მითითებული თანხებისა და მიღებული აქტივის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მათ მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად ეკისრებათ დავალიანების თანხის თანაბარწილად გადახდა, რაც არ სცდება მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის ღირებულებას.

 

შესაბამისად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1422,6- ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი; (ს.ფ. 110-111); მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე სასამართლოს გარეშე ხარჯის - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის დაკისრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 577,5 ლარის, 2----–-–---------------–-- საბანკო კრედიტის #1-------8----3- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1421,07 ლარის, 2----–-–------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 73-,32 ლარის, 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12483,48 ლარის, სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 5208,44 ლარის, 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12949,37 ლარის, სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 5396,76 ლარის და 201- წლის 123 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4757,7 ლარის, ასევე სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 3942,36 ლარის, ჯამს 47422,54 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ გაიხმო სარჩელი 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულების, 2----–-–---------------–-- საბანკო კრედიტის #1-------8----3- ხელშეკრულებისა და 2----–-–------------ საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ნაწილში, სულ 2731,89 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (47422,54 ლარის) 5,76%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 1422,67 ლარის 5,76% - 81,95 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ გახმობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 44690,65 ლარს (47422,54-2731,89), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1340,72 ლარს (1422,67-81,95).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 8700,06 ლარით (201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 3982,23 ლარი, სარგებელი - 775,47 ლარი და სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 3942,36 ლარი), ნაცვლად 44690,65 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 19,46%). შესაბამისად, მოპასუხეებს გ------- და ნა-------–---–-----ებს მოსარჩელე სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 1340,72 ლარის 19,46%-ს, 260,90 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხეებს გ------- და ნა-------–---–-----ებს სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, სასამართლოს გარეშე ხარჯის - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 348 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1079,82 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,თი---------ი“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხეებს - გი-------–---–-----სა (---------------- და ნა-------–---–-----ს (პ/-------------- აეკრძალათ მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილების, მდებარე: თ------–----ოს რ-----ი, ს----. ახალს----ელი, საკადასტრო კოდით: 8-.1-.3-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ვინაიდან, სს ,,თი---------ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების გი-------–---–-----ისა და ნა-------–---–-----ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას 201- წლის 2---------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან და 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ (მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) დაეკისროთ 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4757.70 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3982.23 ლარი და პროცენტი - 775.47 ლარი.

 

4. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ (მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 14 მარტიდან) 201- წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3982.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 3-% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.51 ლარს.

 

5. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 310,9 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.

 

7. მოპასუხეებს გი-------–---–-----სა და ნა-------–---–-----ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 348 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

8. სს ,,თი---------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 29 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 81,95 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 29/03/2018; საგადასახადო დავალება #6-; გადამხდელი- სს ,,თი---------ი“; გადამხდელის ბანკი - სს ,,თი---------ი“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა.)

 

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი