განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210019002145088
საქმე №2/ბ-212-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაურა მიქავა, ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი - რ--------- კ------–--
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ფ----------------------–--“
წარმომადგენელი- გ---- კ------
დავის საგანი - სასესხო ვალდებულების სოლიდარულად შესრულება, თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2017 წლის 26 ოქტომბერს სს ფ----------------------–--მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი-–-- კ-------ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შესრულება და თანხის სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეთათვის ასევე გარდაცვლილი მოვალის ს----- კ-------ს უფლებამონაცვლის დადგენა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 ოქტომბერს სს ფ----------------------–--სა და ს----- კ-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ბ------ ი------სთან და ჯ------ ბ-----სთან.
3. სესხის ხელშეკრულების თანახმად ს----- კ-------მ მოსარჩელისგან მიიღო 17 000 ლარი 1103 დღით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 20,95%-ით წლის განმავლობაში, ასევე გათვალისწინებული იქნა საურავი, ყოველვადაგადიცილებული დღისთვის გადაუხდელი თანხის 1%.
4. 2017 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა მსესხებელი ს----- კ-------,რის შემდეგაც სასესხო ვალდებულების შესრულება არ ხორციელდება, ამის თაობაზე როგორც ს----- კ-------ს ოჯახს, ისე თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების ხელწერილები; მაგრამ მათი მხრიდან ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
5. გამომდინარე იქედან,რომ მოვალე და თავდები პირები არ იხდიან ვალს მოსარჩელე იძულებულია მისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა იმაზეც, რომ როგორც მისთვის ცნობი-–-- გარდაცვლილი ს----- კ-------ს 1-ლი რიგის მემკვიდრე არის შვილი ი-–-- კ-------, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული სამკვიდრო. ამ გარემოებაზე მითითებით მოითხოვა ი-–-- კ-------ს ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ცნობა.(ტ. 1 ს.ფ. 2-15)
51. მოპასუხემ, ი-–-- კ-------მ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ სახელდობრ: სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო სარგებლის და ჯარიმის ნაწილში იგი მოთხოვნას არ დაეთანხმა. საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით განმარტა,რომ იგი ამ სახლის 1/3 თანამესაკუთრეა მამა ს----- კ-------სთან და დედა დ--–- ა-–----სთან ერთად(ტომი 1-ლი ს.ფ. 62-70).
6. საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა რომ ს----- კ-------ს შვილი სავარაუდო უფლებამონაცვლე ი-–-- კ-------ც გარდაცვლი-–--. შესაბამისად მის მიერ მოხდა მოპასუხეთა წრის დაზუსტება და დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენა.
7. დაზუსტებული სარჩელით სს ფინკა ბანკმა მოპასუხეებად მიუთითა ა----- ა-–----(ს----- კ-------ს შვილი) კ-------, რ--------- კ------–--(რძალი, შვილის ი-–-- კ-------ს არარეგისტრირებული მეუღლე), ბ------ ი------ და ჯ------ ბ----- და მოითხოვა ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ა----- კ-------ს და რძლის რ--------- კ------–--ს ცნობა, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შესრულება სოლიდარულად და თანხის მათზე დაკისრება (ტომი 1-ლი ს.ფ. 114-129).
8. მოპასუხემ, რ--------- კ------–--მ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა,რომ მისთვის უცნობია მოცემული სესხის ხელშეკრულების შესახებ,ასევე მხარეთა სტატუსი ამ ხელშეკრულებაში, არანაირი ვალდებულება ამ სესხის ხელშეკრულებაში მის მიერ არ არის შესასრულებელი. მისთვის უცნობია ს----- და ი-–-- კოდუების ვალდებულებების შესახებ. მით უფრო მას არანაირი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ აკისრია. იგი სარჩელის მოპასუხე მხარე იმიტომაც ვერ იქნება, რომ ი-–-- კ-------სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და მასთან არავითარი ქონებრივ-სამართლებრივი ვალდებულებები არ აქვს. შესაბამისად იგი არ არის სათანადო მოპასუხე ამ საქმეში,ანუ არ არის პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. (ტომი 1-ლი ს.ფ. 136-145).
9. მოპასუხემ, ა---- კ-------მ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა,რომ ს----- კ-------ს სამკვიდრო მიიღო მისმა ძმამ აწ გარდაცვლილმა ი-–-- კ-------მ სრულად, რადგან დედამ დ--–- ა-–----მ უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, ამ უკანასკნელს სავალდებულო წილის სახით 1/3 აქვს ს----- კ-------ს სამკვიდროდან მიღებული. შემდეგ ორივემ ა---- კ-------ს დედამ დ--–- ა-–----მ და ძმამ ი-–-- კ-------მ თავიანთი მიღებული წილები სრულად გადასცეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი-–-- კ-------ს არასრულწლოვან შვილს ც------ კ-------ს. თავად მას არანაირი სამკვიდრო ქონება არ მიუღია არც მემკვიდრეობით და არც სავალდებულო წილის სახით, იგი არც სოლიდარული მოვალეა ამ საქმეში რადგან არანაირი ხელშეკრულება მოსარჩელესთან არ დაუდია. უფრო მეტიც არც კი იცოდა სესხის ხელშეკრულების შესახებ. მოპასუხემ ასევე მუთითა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
12. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
-ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ა---- ა-–---- და რ--------- კ------–--, როგორც არასრულწლოვანი ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი (დედა).
- ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ 15343,90 ლარი (საიდანაც, ძირი თანხაა 15282, 51 ლარი, სარგებელი 61.39 ლარი)
-ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამონაწერის განახლებისა და ნოტარიუსთა პალატიდან ცნობის გამოთხოვისათვის გადახდილი თანხა ჯამში 25,50 ლარი.
- სახ. ბაჟი 610,83 ლარიდან 460,32 ლარი სოლიდარულად დაეკისრა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 150,51 ლარი დარჩა სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
-მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12.1. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
_2016 წლის 28 ოქტომბრის სესხის N 0--------------- ხელშეკრულების თანახმად, სს „ფ----------------------–--მ“ ი.მ ს----- კ-------ზე გასცა სესხი 17 000 ლ., საკრედიტო ციკლი გაიცა 1103 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20.95% წლის განმავლობაში. მსესხებელი ვალდებული იყო დაებრუნებინა აღნიშნული სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი, სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.
_2016 წლის 28 ოქტომბრის თავდებობის წერილებით: ბ------ ი------მ და ჯ------ ბ-----მ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სს „ფ----------------------–--ს“ წინაშე და აიღეს ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის N 0--------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ ბანკის სასარგებლოდ, როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და წინამდებარე წერილში მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი.
_2017 წლის 4 მაისს ქ. ხ---ი, გ-------–---–ის ქ. N--ში მცხოვრებმა რ--------- კ------–--მ განცხადებით მიმართა სს „ფ----------------------–--ს“ ბანკის მმართველს და ამცნო, რომ 2017 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა ბანკის მსესხებელი ს----- კ------- (პ/ნ 5----------) და წარუდგინა გარდაცვალების მოწმობის ასლი.
_საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N 01/228311 წერილის თანახმად, ს----- კ-------ს (პ/ნ 5----------) პირველი რიგის მემკვიდრეებია:
- დ--–- ა-–---- - მეუღლე .
- ი-–-- კ------- - შვილი (გარდაცვლილი).
- ა----- ა-–---- - შვილი.
_სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის სანოტარო აქტით, გარდაცვლილი ს----- კ-------ს სამკვიდრო ქონების პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობი-–-- შვილი ი-–-- კ------- (პ/ნ 5----------, დაბ. 29.01.1980 წ). მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სრულად ს----- კ-------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შემავალი მთელი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელი პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში). სამკვიდრო ქონება მემკვიდრის მიერ შეფასებულია 30 000 ლარად.
_2017 წლის 31 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, დ--–- ა-–----მ და ი-–-- კ-------მ არასრულწლოვან ც------ კ-------ს აჩუქეს: ქ. ხ---ი, გ-------–---–ის ქ. N--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1900 კვმ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით. ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მჩუქებლები: დ--–- და ი-–-- კოდუები, დასაჩუქრებული ც------ კ------- და ამ უკანასკნელის კანონიერი წარმომადგენლები: მამა ი-–-- კ------- და დედა რ--------- კ------–--.
_2017 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით, დ--–- და ი-–-- კოდუებმა არასრულწლოვან ც------ კ-------ს აჩუქეს: ხ---ი, სოფ. გურიფულში მდებარე 5601 კვმ, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ ხელშეკრულებასაც ხელს აწერენ, მჩუქებლები: დ--–- და ი-–-- კოდუები, დასაჩუქრებული ც------ კ------- და მისი მშობლები: ი-–-- კ------- და რ--------- კ------–--.
_ნაჩუქარი ქონებები დარეგისტრირდა ც------ კ-------ს საკუთრებად.
_ სსგს ხ---ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წ. 25 აპრილის N 66177000461 გარდაცვალების მოწმობით, ს----- კ-------, დაბადებული 1955 წლის 20 თებერვალს, გარდაიცვალა 2017 წლის 16 აპრილს.
_ სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 ივნისის N 28187002101 გარდაცვალების მოწმობით, ი-–-- კ-------, დაბადებული 1980 წლის 29 იანვარს, გარდაიცვალა 2018 წლის 06 ივნისს.
12.2. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1421-ე,1484-ე, 453-ე,463-ე, 464-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 892-ე, 400-ე, 401-ე, 412-ე მუხლები და განმარტა შემდეგი:
12.3. სასამართლომ განმარტა, რომ მსესხებელ ს----- კ-------ს მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ ი-–-- კ-------, დ--–- ა-–---- და ა---- კ-------. ვინაიდან ს----- კ-------ს მთლიანი სამკვიდრო მიიღო ი-–-- კ-------მ, რომელიც გარდაიცვალა და რომელმაც მისი წილი ქონება აჩუქა თავის არასრულწლოვან შვილს ც------ კ-------ს, ამიტომ სესხის გასტუმრებაზე ვალდებული პირები და უფლებამონაცვლეები არიან რ--------- კ------–--(არასრულწლოვან ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი დედა) და ა---- კ-------, ასევე სესხზე სოლიდარულად პასუხისმგებლები არიან თავდები პირები ბ------ ი------ და ჯ------ ბ-----.
სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეებზე დაურიცხავი სარგებლის და ჯარიმის დაკისრებისათვის,ასევე არ არსებობდა საფუძველი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისათვის.
13. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა---- კ-------მ და რ--------- კ------–--მ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით ა---- კ-------ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც შესულია კანონიერ ძალაში. ხოლო რ--------- კ------–--ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
13.2. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა შემდეგი: სასამართლომ არასწორად ცნო რ--------- კ------–-- ს----- კ-------ს უფლებამონცვლედ. კერძოდ ც------ კ------- არის მისი შვილი,რომლის მამა იყო ი-–-- კ-------, ი-–-- კ-------სთან აპელანტი არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში. ი-–-- კ-------სთან მხოლოდ შვილი აკავშირებდა სხვა რაიმე ფაქტობრივი ურთერთობა მათ ერთმანეთთან არ ქონიათ, ამდენად რაიმენაირი ქონებრივი ან სამართლებრივი ურთიერთობა სახეზე არაა. როგორც ჩანს ს----- კ-------ს ი-–-- კ-------ს მამას საბანკო დაწესებულებებთან ქონია ვალდებულებები, რომელიც უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ თავდებობით, რაიმე სახის ქონებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იპოთეკა ან გირავნობა არ ყოფილა რეგისტრირებული. ვალდებულების შესრულებამდე ს----- კ------- გარდაიცვალა. რის შემდეგაც მისი როგორც აქტივი ისე პასივი მიიღო მისმა მემკვიდრემ ი-–-- კ-------მ, რომელმაც მიღებული ქონება სიცოცხლეში აჩუქა ც------ კ-------ს ანუ შვილს. ეს ხელშეკრულება დარეგირტრირდა რეესტრში, მასზე რ--------- კ------–-- როგორც არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადენელი ისე აწერს ხელს, რადგან სხვანაირად გარიგება არ დაიდებოდა.
ი-–-- კ-------ს მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ ყოფილა სესხის უზრუნველყოფის საშუალება, ი-–-- კ-------ს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო არ გახსნილა, რადგან ი-–-- კ-------მ ს----- კ-------სგან მიღებული სამკვიდრო სიცოცხლეშივე აჩუქა შვილს ც------ კ-------ს. ამიტომ არც სანოტარო ბიუროში წარუდგენიათ განცხადება სამკვიდროს მიღებაზე რადგან ი-–-- კ-------ს სამკვიდრო ქონება არ გააჩნდა. რაც შეეხება რ--------- კ------–--ს, იგი ს----- კ-------ს უფლებამონცვლე ვერანაირად ვერ იქნება.
ი-–-- კ-------ს მიერ მიღებული ქონება ერთდროულად ვერ იქნებოდა სამკვიდრო ქონება და ჩუქების ობიექტი. ჩუქების ხელშეკრულების არსებობა გამორიცხავს იგივე ქონების სამკვიდრო ქონებად აღიარებას. ი-–-- კ-------ს გარდაცვალების მომენტისათვის ქონება არ გააჩნდა, შესაბამისად ს----- კ-------ს უფლებამონაცვლე ვერც პასივზე და ვერ აქტივზე რ--------- კ------–-- ვერ იქნება, იგი არ არის ს----- კ-------ს მემკვიდრე შესაბამისად უფლებამონაცვლე პირი.
სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ 1484-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
16. სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება რ--------- კ------–--ს უფლებამონაცვლედ ცნობისა და მისთვის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. დადგენი-–--, რომ ს----- კ-------ს და სს ფ----------------------–--ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ჯ------ ბ-----სა და ბ------ ი------ს თავდებობით, რაიმე სახის ქონებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იპოთეკა ან გირავნობა სესხთან დაკავშირებით არ ყოფილა გამოყენებული. ვალდებულების შესრულებამდე ს----- კ------- გარდაიცვალა. რის შემდეგაც მისი როგორც აქტივი ისე პასივი მიიღო მისმა მემკვიდრემ ი-–-- კ-------მ 1/3 წილის უფლებით, რომელმაც მიღებული ქონება სიცოცხლეშივე აჩუქა შვილს -არასრულწლოვან ც------ კ-------ს.
19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 3 მოპასუხის წინააღმდეგ: ი-–-- კ-------ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს მიმართ.
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-–-- კ-------ს გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი (მოპასუხეთა წრის განსაზღვრის ნაწილში) და დაზუსტებული სარჩელი სასამართლოში წარადგინა 4 მოპასუხის წინააღმდეგ: ა----- ა-–----- კ-------ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს მიმართ.
21. დადგენი-–--, რომ სს ფ----------------------–--ს დაზუსტებული სარჩელით დავის საგანია: მსესხებელ ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ა---- კ-------ს(შვილი) და რ--------- კ------–--ს(რძალი-ი-–-- კ-------ს მეუღლე არარეგისტრირებული ქორწინებით) ცნობა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე თანხის სოლიდარულად დაკისრება. ანუ მოსარჩელის ინტერესია დადგინდეს მისი მოვალის უფლებამონაცვლე პირები, და ამის შემდეგ მემკვიდრეებმა ანუ უფლებამონაცვლე პირებმა აგონ პასუხი მის წინაშე არსებულ მამკვიდრებლის ვალდებულებებზე.
22. უდავოა, რომ მსესხებელი ს----- კ------- და მისი მემკვიდრე ი-–-- კ------- გარდაცვლილები არიან. უდავოა, რომ ი-–-- კ-------მ მიიღო ს----- კ-------ს დანაშთი სამკვიდრო 1/3 წილის უფლებით, რომელიც შემდეგ აჩუქა თავის არასრულწლოვან შვილს ც------ კ-------ს.
23. უდავოა, რომ რ--------- კ------–-- არის არასრულწლოვან ც------ კ-------ს დედა, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ი-–-- კ-------სთან.
24. უდავოა, რომ არარეგისტრირებული ქორწინება არანაირ ქონებრივ და სამართლებრივ უფლებებს და ვალდებულებებს არ წარმოუშობს მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ თანახმად სსკ-ის 1158-1159-ე მუხლებისა, შესაბამისად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ვალდებული ვერ იქნება პასუხი აგოს მისი მეუღლის ვალებზე თანახმად სსკ-ის 1170-ე მუხლისა.
25. უდავოა, რომ რ--------- კ------–-- ისე მიიჩნია სასამართლომ სათანადო მოპასუხედ და ცნო ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ და დააკისრა გარდაცვლილ ს----- კ-------ს ვალდებულებათა შესრულება, რომ არ დაუდგენია საკითხი იმის შესახებ იყო თუ არა რ--------- კ------–-- ი-–-- კ-------ს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, მიიღო თუ არა მან ი-–-- კ-------ს დანაშთი სამკვიდრო, ანდა ი-–-- კ-------ს გააჩნდა თუ არა რაიმე ქონება (სამკვიდრო) გარდაცვალების მომენტისათვის.
26. როგორც გადაწყვეტილებით ირკვევა რ--------- კ------–-- ს----- კ-------ს უფლებამონცვლედ ცნობილი იქნა როგორც არასრულწლოვან ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი, ასევე მას დაეკისრა თანხის სოლიდარულად გადახდა, და ეს მაშინ როცა ც------ კ------- არც მოპასუხედ ყოფილა დასახელებული და იგი არც უფლებამონაცვლედ ყოფილა ცნობილი ამ საქმეში.
27. უდავოა, რომ მსესხებელ აწ გარდაცვლილ ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ არანაირად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რ--------- კ------–--, შვილიშვილის დედა რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა ს----- კ-------ს შვილთან ი-–-- კ-------სთან.
28. უდავოა, რომ მოსარჩელე სს ფ----------------------–--ს მოპასუხედ არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ სარჩელში აწ გარდაცვლილი ი-–-- კ-------ს შვილი ც------ კ------- არ დაუსახელებია, თუმცა გადაწყვეტილებით რ--------- კ------–-- როგორც ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი ცნო ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ.
29. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის შეთავაზება არასათანადო მოპასუხის(რ--------- კ------–--) სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე; და საერთოდაც რ--------- კ------–--ს სათანადოობის საკითხი არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი;
ხოლო გადაწყვეტილებით ისე გახდა ვალდებული პირი ც------ კ-------, რომ იგი მოსარჩელეს მოპასუხედ არ ყავდა მითითებული.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
30.1. ,,მოპასუხე არის ის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოპასუხის დასახალების უფლებამოსილება და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს .... სასამართლოს უფლება არ აქვს არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით, რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დააყენოს საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. სასამართლო განიხილავს საქმეს და უარს ეტყვის მოსაჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავისი გადაწყვეტილებით...”
32. დადგენი-–--, რომ რ--------- კ------–-- პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, მიუთითებდა რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე ამ საქმეზე და რომ მხარეს არ ქონდა ამოწურული ყველა გზა მოეძიებია ს----- კ-------ს სამკვიდროს მემკვიდრე.
33. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ რ--------- კ------–--ს სახით სს ფ----------------------–--ს სარჩელზე მოპასუხედ არასათანადო მოპასუხე ყავს დასახელებული: სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საკითხი და ასეთის არსებობის შემთხვევაში საქმეში ნაცვლად არასათანადო მოპასუხის რ--------- კ------–--სი ჩააბას (მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში) სათანადო მოპასუხე. რ--------- კ------–-- არ უარყოფს, რომ ი-–-- კ-------ს ქონება 1/3 წილის უფლებით ჩუქების გზით მიიღო მისმა შვილმა ც------ კ-------მ. ამ გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა იმსჯელოს ც------ კ-------ს სათანადოობაზე.
34. უდავოა, რომ სასამართლომ რ--------- კ------–--ს მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სრულყოფილად არ გამოიკვლია, არ გამოიკვლია იყო თუ არა რ--------- კ------–-- სათანადაო მოპასუხე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის შეთავაზება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე. თუკი მხარე უარს იტყოდა სასამართლოს მხრიდან ამ შეთავაზებაზე, მაშინ სასამართლო შესაბამის საპროცესო სამართლებრივ შედეგსაც დააყენებდა.
35. ხოლო ისეთ რეალობაში როცა რ--------- კ------–-- არაა სათანადო მოპასუხე მხარე, ამასთან სასამართლოს არ გაუკეთებია შეთავაზება მოსარჩელე მხარისათვის არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ, ასეთ სამართლებრივად არასწორ ვითარებაში სასამართლომ რ--------- კ------–--ს პირდაპირ დააკისრა თანხა, და იგი უფლებამონაცვლედ ცნო როგორც ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი, ამასთან მოპასუხედ საქმეში არ იყო დასახელებული ც------ კ-------…ეს ყველაფერი ცხადია, არალოგიკურს და ბუნდოვანს ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას როგორც რ--------- კ------–--ს ისე ც------ კ-------ს მიმართ, შესაბამისად უდავოა, რომ რ--------- კ------–--ს მიმართ გადაწყვეტილება უკანონოა როგორც უფლებამონაცვლედ ცნობის ისე თანხის დაკისრების ნაწილში(ასევე საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილშიც) და სწორედ ამ ნაწილებში უნდა გაუქმდეს იგი.
სასამართლომ უნდა გაარკვიოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ც------ კ------- არის თუ არა სათანადო მოპასუხე, უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის (რ--------- კ------–--ს) სათანადო მოპასუხით შეცვლის საკითხი და ისე უნდა მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება-ცხადია მოპასუხის შეცვლაზე მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით.
37. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არასათანადო (რ--------- კ------–--) მოპასუხის მიმართაა აღძრული, ამასთან მხარის შეცვლა და სათანადო მოპასუხის საქმეში ჩართვა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კანონშეუსაბამოა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია შეზღუდული აპელაციის პრინციპი (რაც ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს, ამასთან სათანადო მხარედ ჩაბმა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია), იმისათვის, რათა არ დაირღვეს მხარის უფლება, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას.
38. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს რ--------- კ------–--ს სათანადოობის, ასევე გადაწყვეტილებაში დასახელებული არასრულწლოვანი ც------ კ-------ს პროცესუალური სტატუსი და ისე მიიღოს საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. პალატის მოსაზრებით, მხარის ჩაბმა სააპელაციო სასამართლოში იმიტომაც არის მიზანშეუწონელი, რომ მას შეეზღუდება შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, ანუ სრულფასოვნად დაიცვას თავისი უფლებები. აღნიშნულმა კი შესაძლებელია გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
40. ამასთან პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, თუ საქმის განხილვაში უნდა ჩაებას ახალი მხარე, მიზანშეწონი-–-- საქმის განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
41. ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ რ--------- კ------–--ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ რ--------- კ------–--ს, როგორც არასრულწლოვან ც------ კ-------ს კანონიერ წარმომადგენლად ცნობის ნაწილში, ასევე რ--------- კ------–--სათვის სს ფინკა ბანკის სასარგებლოდ 153 43,90 (საიდანაც ძირია 15 282,51, სარგებელი 61,39) ლარის დაკისრების; ასევე რ--------- კ------–--სათვის სოლიდარულად 25,50 ლარის და 460,32 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს, განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით.
42. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ა---- კ-------ს ნაწილში ვინაიდან ა---- კ-------ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა---- კ-------ს ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
43. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია არც თავდებ პირებს ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს და გადაწყვეტილება მათ ნაწილშიც შესულია კანონიერ ძალაში.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
45. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ--------- კ------–--ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ რ--------- კ------–--ს, როგორც არასრულწლოვან ც------ კ-------ს კანონიერ წარმომადგენლის ცნობის ნაწილში, ასევე რ--------- კ------–--სათვის სს ფინკა ბანკის სასარგებლოდ 153 43,90 (საიდანაც ძირია 15 282,51, სარგებელი 61,39) ლარის დაკისრების; ასევე რ--------- კ------–--სათვის სოლიდარულად 25,50 ლარის და 460,32 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.
3. საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი