თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს
–
სოლიდარულ კრედიტორებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება
სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლი · სკ 455
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს _– სოლიდარულ კრედიტორებს.კრედიტორებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1143-2024
სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 456-ე და 455-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
- საქმე №ას-1220-2023
იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე, 396-ე, 455-ე, 456-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის მიმყენებელთა ბრალის შეფასებისა და მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში.
- საქმე №ას-347-2020
მართალია, სარჩელი წარდგენილ იქნა სასამართლოში რამდენიმე პირის მიერ, თუმცა სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა საერთო უფლება და სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული უფლებამოსილება. 20. კერძო საჩივრის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელი თავისი არსით…
- საქმე №ას-1092-2018
ამავე კანონის მე-7, მე-8 და მომდევნო მუხლები), რომელიც თანამესაკუთრეთა დადასტურებული უფლებაა და ამ უფლებიდან ნაწარმოებ მოთხოვნებში ამხანაგობის წევრები გვევლიანებიან სოლიდარულ კრედიტორებად ან მოვალეებად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 955-ე და 957-ე მუხლების საფუძველზე, თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ ერთ-ერთი პირის მიერ სარჩელის აღძვრა დასაშვებია, თუმცა, მხოლოდ სარჩელის უფლება განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის არასაკმარისია.
- საქმე №ას-1949-2018
ამავე კანონის მე-7, მე-8 და მომდევნო მუხლები), რომელიც თანამესაკუთრეთა დადასტურებული უფლებაა და ამ უფლებიდან ნაწარმოებ მოთხოვნებში ამხანაგობის წევრები გვევლინებიან სოლიდარულ კრედიტორებად ან მოვალეებად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 955-ე და 957-ე მუხლების საფუძველზე, თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ ერთ-ერთი პირის მიერ სარჩელის აღძვრა დასაშვებია, თუმცა, მხოლოდ სარჩელის უფლება განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის არასაკმარისია.
- საქმე №ას-634-2019
- საქმე №ას-480-2019(b)
- საქმე №ას-1405-1325-2017
- საქმე №ას-1040-960-2017
- საქმე №ას-456-456-2018
- საქმე №ბს-210-208(კ-17)
- საქმე №ას-1207-1167-2016
- საქმე №ას-504-481-2016
- საქმე №ას-486-460-2015
- საქმე №ას-593-561-2015
- საქმე №ას-1247-1176-2012
- საქმე №ას-255-247-2012
- საქმე №ას-1300-1320-2011
- საქმე №ას-951-989-2011
- საქმე №ას-499-473-2011
- საქმე №ას-1185-2019
- საქმე №3გ/ად-2-ბ-03
- საქმე №3გ-ად-6ა-03
- საქმე №3გ-ად-350-კ-02
- საქმე №330210016001626532
- საქმე №330210115001080851
- საქმე №330299913219773
- საქმე №030210016001485653
- საქმე №330210018002245628
- საქმე №330210117001806785
- საქმე №030210016001485653
- საქმე №330210114428433
- საქმე №330210018002765024
- საქმე №330210018002669080
- საქმე №330210018002773794
- საქმე №330210117001806785
- საქმე №080210018002612539
- საქმე №330210018002261626
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 52. სოლიდარული პასუხისმგებლობა
- მუხლი 97. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა
- მუხლი 101. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა
- მუხლი 94. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება
- მუხლი 104. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება და ზარალი
- მუხლი 55. სოლიდარული პასუხისმგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის
- მუხლი 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები
- მუხლი 451. ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება
- მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო
- მუხლი 456. სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები
- მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე
- მუხლი 458. ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის
- მუხლი 459. ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის შედეგები
- მუხლი 460. სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 455, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-455/