გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36701-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.04.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოსამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: სს ''დ-------------------–-------------------------'';
წარმომადგენელი: არ-----------------;
მოპასუხეები: გ---------------–---–ი, შპს ''ბ------------'';
წარმომადგენელი: კ------------–------ე, ნ-----–-----–---–-----ი;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - გ---------------–---–ს და შპს ''ბ------------ს'' სოლიდარულად დაეკისროთ სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ დელიქტით მიყენებული მატერიალური ზიანის - 10400 აშშ დოლარის ექვივალენტის - 25080 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ---------------–---–მა შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ - 15000 ლარის დაკისრების ნაწილში.
2.2. მოპასუხე შპ----------------მა'' სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 23 იანვარს, ქ. ბ---------–--------–-----–----------ე მოპასუხე შპს ''ბ------------ს'' საკუთრებაში არსებული ''ოპელის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას თანამოპასუხემ გ---------------–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სს ''დ-------------------–-------------------------ში'' დაზღვეულ ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს კუთვნილ ''მიცუბიშის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე.
დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია გ---------------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი; საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 14-15).
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 16-19).
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.1.2. ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს კუთვნილი ''მიცუბიშის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ''დ-------------------–-------------------------ში''.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 20-23).
3.1.3. ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს კუთვნილ ''მიცუბიშის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 15000 აშშ დოლარი. ავტომანქანა აღდგენას არ დაექვემდებარა, ხოლო აღდგენამდე მისი ღირებულება განსაზღვრული იყო 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ნარჩენი ღირებულება 4000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზიანის შეფასების აქტი (ს.ფ. 25).
3.1.4. სს ''დ-------------------–-------------------------მ'' სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება აუნაზღაურა დამზღვევს 36 172.5 ლარის ოდენობით ზიანი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 26-27).
3.1.5. დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომობილის თავდაპირველი ღირებულება რომელიც დაზღვეულ იქნა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში განსაზღვრული იყო 19056.15 აშშ დოლარით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ.ამონარიდი ინტერნეტ გვერდიდან - ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემების შესახებ ს.ფ. 24.
3.1.6. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 11 000 აშშ დოლარისა მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად - 10400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.7. მოპასუხე - შპს ''ბ------------'' წარმოადგენდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომელითაც მეორე მოპასუხემ - გ---------------–---–მა მიაყენა მოსარჩელესთან დაზღვეულ ავტომობილს მატერიალური ზიანი.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 23 იანვარს, ქ. ბ---------–--------–-----–----------ე მოპასუხე შპს ''ბ------------ს'' საკუთრებაში არსებული ''ოპელის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას თანამოპასუხემ გ---------------–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სს ''დ-------------------–-------------------------ში'' დაზღვეულ ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს კუთვნილ ''მიცუბიშის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით და შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხე მხარის ბრალეულობა და განმარტავს, რომ ბრალეულობა წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დადასტურდეს მხოლოდ გარკვეული სახის მტკიცებულებით და არა თუნდაც მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებით. . . ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მოთხოვნა სუბროგაციის წესით ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზიანის სახით აღიარებული ოდენობა - 10400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 25 080 ლარი - წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას, მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხას, რამდენადაც, მოსარჩელე მხარემ უცილოდ, სათანადო და საკმარისი მტკიცებულებით დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული ნივთის აღდგენისათვის ანდა მისი ახლით შეცვლისთვის საჭიროა სწორედ - 25 080 ლარი, აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მეშვეობით და მათზე დაყრდნობით მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს კუთვნილ ''მიცუბიშის'' მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 15000 აშშ დოლარი. ავტომანქანა აღდგენას არ დაექვემდებარა, ხოლო აღდგენამდე მისი ღირებულება განსაზღვრული იყო 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ნარჩენი ღირებულება 4000 აშშ დოლარის ოდენობით, სს ''დ-------------------–-------------------------მ'' სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება აუნაზღაურა დამზღვევს 36 172.5 ლარის ოდენობით ზიანი, მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად - 10400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის - 25080 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავოდ გამხდარი გარემოება - ზიანის ოდენობის განსაზღვრა - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება აღნიშნულის უდავოდ დასადგენად არ არის სარწმუნო, საკმარისი და სათანადო.
ზემოდმითითებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენი ზიანის შესაფასებლად გაზიარებული იქნება საქმეში წარმოდგენილი შპს ''ავ-----------------ს'' დასკვნა, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი, რომელიც მოიცავს მიღებული გადაწყვეტილების ჩამონათვალს, თუმცა როგორ მივიდა კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რას დაეყრდნო და რა შეაფასა, დასკვნა ასევე შეიცავს მითიებას/განმარტებას მასზედ, რომ შეუძლებელი იყო დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა, როგორ განისაზღვრა დაზიანებული ნივთის ნარჩენი ღირებულება და შესაბამისად, რის სფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული ნივთის ახლით შეცვლის თაობაზე. დაზიანებების ჩამონათვალი, დაზიანების ხარისხი, მოცულობა, დაზიანების აღდგენის შეუძლებლობა დგინდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამდგარი ზიანის აღიარებული მოცულობა 25080 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ ოდენობას, რამდენადაც, მოსარჩელე მხარემ უცილოდ, სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული ნივთის აღდგენა შეუძლებელი იყო, ასევე დაზიანებული ნივთის აღდგენისათვის ანდა მისი ახლით შეცვლისთვის საჭირო იყო სწორედ - 25 080 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სუბროგაციის წესით ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე შეადგენს -25 080 ლარს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 26-27).
- ზიანის შეფასების აქტი (ს.ფ. 25).
- შსს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი; საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 14-15).
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 16-19).
- მხარეთა ახსნა-განმარტება, სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი.
3.2.2. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ვინაიდან მოპასუხე - შპს ''ბ------------'' წარმოადგენდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს რომელითაც მეორე მოპასუხემ - გ---------------–---–მა მიაყენა მოსარჩელესთან დაზღვეულ ავტომობილს მატერიალური ზიანი, ხოლო გ---------------–---–ი წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მოსარგებლეს), დამდგარი ზიანი მოპასუხეებს არ აუნაზღაურებიათ, მოსარჩელის მიერ დაზარალებულისათვის ზარალის გადახდის მიუხედავად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 455-ე, 456-ე, 832-ე, 992-ე-999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 999.1 მუხლით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიჩნია, რომ ზიანი დადგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ---------------–---–ი. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაზედაც შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით. ასევე უდავოა, რომ მოპასუხე გ---------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი წარმოადგენდა შპს ''ბ------------ს'' საკუთრებას და აღნიშნული ავტომობილით მოსარჩელესთან დაზღვეულ ავტომობილთან შეჯახების შედეგად დაზიანდა ''მიცუბიშის'' მარკის ავტომობილი, რომლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. შესაბამისად მოსარჩელემ გადაიხადა - 36 172.5 ლარი (ავტომანქანის ღირებულებას გამოკლებული ნარჩენი ღირებულება).
სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ ზიანი დადგა მოპასუხე შპს ''ბ------------ს'' კუთვნილი ავტომობილის გ---------------–---–ის მიერ მართვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რაც წარმოადგენს დელიქტურ ურთიერთობებს, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მხარეები არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში და ადგილი არ ჰქონია უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონისმიერ სხვა ვალდებულებით ურთიერთობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულების ზოგადი შემთხვევისაგან განსხვავებულია სამართალდარღვევის საგანიც - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს ''მფლობელი'' (არაპირდაპირი) შპს ''ბ------------'' და ''მოსარგებლე'' (პირდაპირი მფლობელი) გ---------------–---–ი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
ის ფაქტი, რომ მოპასუხეებიდან შპს ''ბ------------'' მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს წარმოადგენს, ხოლო გ---------------–---–ი დელიქტურ ვალდებულებაში ბრალეული პირია, მეტყველებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ისინი სოლიდარულ მოვალეებად განიხილებიან საქართველოს სამოქალაქო კოდესის 455-ე, 456-ე და 998-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკით დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832.1 მუხლით თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. უდავოა, რომ ელენე ჯიმშელეიშვილის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში, ასევე უდავოა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ვადაში. ასევე უდავოა, რომ დაზარალებულისათვის დელიქტით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომლიც მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე შემცირებულ იქნა შეადგენს 10 400 აშშ დოლარს, რომელიც მოსარჩელემ ზარალის ასანაზღაურებელი - პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად გადაურიცხა ''ე------–----------------------–--------------–---–-------------–--–ი''-ს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე შემცირებულ იქნა შეადგენს 10 400 აშშ დოლარამდე, ამდენად, მოსარჩელე სს ''დ-------------------–-------------------------ს'' უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 43 ლარის ოდენობით. მოპასუხე გ---------------–---–მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 15000 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე გ---------------–---–ი ნაწილობრივ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე შპს 'ბ------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში'' მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის მოპასუხეთათვის დაკისრებას. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის ფაქტი (იხ. ს.ფ. 24). ამდენად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის -116 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მხარეს შპს ''ბ------------ს'' და გ---------------–---–ს მოსარჩელის სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის - 10400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის - 25 080 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე მხარეს შპს ''ბ------------ს'' და გ---------------–---–ს მოსარჩელის სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 302 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე მხარეს შპს ''ბ------------ს'' და გ---------------–---–ს მოსარჩელის სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სასამართლოგარეშე ხარჯის - 116 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე მხარეს შპს ''ბ------------ს'' მოსარჩელის სს ''დ-------------------–-------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 405 ლარის ოდენობით გადახდა.
6. მოსარჩელე სს ''დ-------------------–-------------------------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს სს ''----------–ი'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 882 ლარის ნაწილი - 43 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისი სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი