გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36192-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ო“
წარმომადგენლები - ა------ი პ---------ი
მოპასუხეები - ლ---ა კ--–--ე, ზ------ კ--–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეების ლ---ა კ--–--ისა და ზ------ კ--–--ისათვის ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს“ სასარგებლოდ - 2 390,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლ---ა კ--–--ემ, რომელიც მართავდა ზ------ კ--–--ის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა მოსარჩელე კ-------აში დაზღვეულ „ნ----ის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სარეგისტრაციო ნომერი „J--------“).
დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა - 2 390,00 ლარი. მოსარჩელემ სრულად შეასრულა სად--------ო ხელეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს - 2 390,00 ლარი, დამატებით კი გადაიხადა 60 ლარი - ზიანი შეფასების საფასური.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს შს- მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ - 21 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ სად--------ო კ-------ის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ფასთა მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე რეალური საბაზრო ღირებულება შესაბამისი ნაწილებისა. დასადგენია, დასკვნაში ჩამოთვლილი ჩატარებული სამუშაოები ნამდვილად საჭირო იყო თუ არა ავარიის შედეგად წარმოშობილი ზიანის აღმოფხვრისათვის. დასკვნა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩამოთვლილი ნაწილების შეცვლის საჭიროება წარმოიშვა სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დასკვნიდან არ ირკვევა, რომ შეცვლილი ავტონაწილები დაზიანდა სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. საქმეში წარმოდგენილი არ არის ავტოავარიის ამსახველი ფოტოები, რაც დასკვნას ხდის ბუნდოვანს.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს - 600 ლარის ნაწილში (იხ, 2019 წლის 03 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე („ნ----ის“ ცენტრთან) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ნ----ის” მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით ,,J--------”.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4)
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №--------- (ს.ფ. 15).
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 16).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მიცემული ლ---ა კ--–--ისა და ჟ-- ს---------ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 17-18).
3.1.2. ლ---ა კ--–--ემ, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა-მოდელი „ჰ-----ა“, სანომრე ნიშანი „T------”, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია მანევრირების წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება და ლ---ა კ--–--ე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4)
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №--------- (ს.ფ. 15).
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 16).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მიცემული ლ---ა კ--–--ისა და ჟ-- ს---------ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 17-18).
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ნ----ის” მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით ,,J--------“, დაზღვეული იყო ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოში“ დამზღვევის ჟ-- ს---------ის მიერ მის-ავე სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ავტომობილის დ--------ის პოლისი №------------ (ს.ფ. 20).
3.1.4. ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა-მოდელი „ჰ-----ა“ C---------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, სანომრე ნიშანი „T------” ირიცხება ზ------ კ--–--ის საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მოპასუხის ლ---ა კ--–--ის მიერ „ნ----ის” მარკის, სარეგისტრაციო ნომრით „J--------“ რეგისტრირებული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს - 1 410,00 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს „ავტოექსპერტიზას“ ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 22) და 2018 წლის 10 ოქტომბრის საგადახდო დავალება (ს.ფ. 24). შპს „ავტოექსპერტიზას“ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დეტალების ჩამონათვალისა და შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს - 2 390,00 ლარს. 2018 წლის 10 ოქტომბრის საგადახდო დავალების თანახმად, „J--------“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანის დ--------ის №------------ პოლისიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა შეადგენს- 2 390,00 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით -,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას...
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარს-. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. ს--კ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (ს--კ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (ს--კ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ #ას -1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა შპს „ავტოექსპერტიზის“ ხარჯთაღრიცხვით დადგენილი თანხის ოდენობა და თავის მხრივ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება შპს „ავტო პლიუსის“ მიერ მომზადებული შეფასების აქტი, რომლის თანახმად წარდგენილი დაზიანებული ავტომანქანის („ნ----ის” მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით „J--------“) ფოტოების შეფასების შედეგად დეტალების ჩამონათვალისა და შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს - 1 410,00 ლარს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სად--------ო კ-------ის წარმომადგენლების მიერ სად--------ო შემთხვევის ამსახველი სარწმუნო მტკიცებულებები, გარდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, წარმოდგენილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილებისას მოსარჩელისათვის ობიექტურად უფრო მარტივია და შესაძლებელია ზიანის ამსახველი სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და წარმოდგენა, ვიდრე მოპასუხისათვის. მოპასუხე, რომელიც იმთავითვე არ არის ინფორმირებული სად--------ო კ-------ის მიერ თანხის ანაზღაურებისა და ზიანის ოდენობის თაობაზე და არ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ამ პროცესებში ჩართვა, მოთხოვნის თაობაზე ინფორმირებული ხდება მხოლოდ სარჩელით ან დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის შემდგომ და ამ ეტაპზე უკვე მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვინაიდან სად--------ო შემთხვევიდან გასულია დრო და დაზიანებული ავტომობილი უკვე აღდგენილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გაზიარებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ვინაიდან ამ ეტაპისათვის მას სხვა ობიექტური სურათის შემქმნელი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა არ აქვს განსხვავებით მოსარჩელისა, რომელმაც არ უზრუნველყო იმთავითვე ისეთი მტკიცებულების მოპოვება, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა როგორც ზიანის ოდენობას, ასევე მიზეზობრივ კავშირს დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სათანადოდ და შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობას დადასტურებულად მიიჩნევს მხოლოდ 1410,00 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1 410,00 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ ჟ-- ს---------ს მიადგა ზიანი; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ლ---ა კ--–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ლ---ა კ--–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, ჟ-- ს---------ს არ მიადგებოდა ზიანი.
ამავე კოდექსის 999.1 მუხლით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
999-ე მუხლის მოწესრიგების სფერო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანია და ნორმის პირველი ნაწილი ამკვიდრებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წეს-, რომელიც თავად სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის განსაკუთრებული თვისებით ხასიათდება, კანონმდებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებას განიხილავს მომეტებული საფრთხის წყაროდ.
უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურება: „პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა, მფლობელის ბრალის გამო, შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-311-970-03, 7 იანვარი, 2003 წელი).
თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პი---დ კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს „მფლობელი“ (არაპირდაპირი) ზ------ კ--–--ე და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი) ლ---ა კ--–--ე .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი „ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ _ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლის- საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.(იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლის-აც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ს-კ-ის 999-ე მუხლით მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ზ------ კ--–--ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
ის ფაქტი, რომ მოპასუხეებიდან ზ------ კ--–--ე მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს წარმოადგენს, ხოლო ლ---ა კ--–--ე დელიქტურ ვალდებულებაში ბრალეული პირია, მეტყველებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ისინი სოლიდარულ მოვალეებად განიხილებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 456-ე და 998-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკით დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სად--------ო კ-------ის მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც სად--------ო კ-------ას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სად--------ო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სად--------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სად--------ო კ-------ა (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სად--------ო კ-------ით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი ოდენობით მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტომანქანისათვის ზიანის მიყენების დადასტურება, ვერ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული დანაწესი მოიაზრებს ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის შემთხვევა არ ათავისუფლებს ახალ კრედიტორს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დ--------ის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დ--------ის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სად--------ო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სად--------ო კ-------ის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს“ მიერ ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მხოლოდ - 1 410,00 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება (იხ. 3.2.1. პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 600,00 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო შესაბამის ნაწილში (600 ლარი) მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს - 12,55 ლარი, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ - 16,91 ლარი, ხოლო - 20,51 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის 21,00 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის გადახდილი თანხა 60 ლარი არ ანაზღაურდება, ვინაიდან გადაწყვეტილება აღნიშნულ მტკიცებულებას არ დამყარებია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ლ---ა კ--–--ესა და ზ------ კ--–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ - 1 410,00 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 16,91 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის - 21 ლარის ანაზღაურება.
4. ს- „დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1--------- წელს საგადახდო დავალება #----- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 12,55 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე