გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/28270-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელეები - ც-----–----ა, გ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ა----------–-–---–ი
მოპასუხეები - გ--------–-----, ლ---- გ--------ი
წარმომადგენელი - თ----–-----–-----ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ--------–-----სა და ლ---- გ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი 5693 ლარის ოდენობით გადახდა ც-----–----ასა და გ---------------–---–ის სასარგებლოდ.
1.2. გ--------–-----სა და ლ---- გ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანის 2453 ლარის გადახდა გ---------------–---–ისა და ც-----–----ას სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ც-----–----ას საკუთრებაში იყო ავტომობილი „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------. 2016 წლის 7 დეკემბერს ავტომობილი წ-------–------------ს და ზ----------------ს კვეთაზე გააჩერა მისმა მეუღლემ გ---------------–---–მა. გაჩერებიდან დაახლოებით ერთ საათში აღმოაჩინეს, რომ მანქანას დაჯახებოდა სხვა ავტომობილი, მძღოლი კი მიმალულიყო. ავარიის ადგილიდან ოდნავ მოშორებით აღმოაჩინეს შეჯახებული „ი--------ის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით W--------, რომელიც ირიცხება ლ---- გ--------ის საკუთრებაში. აღნიშნულ ავტომანქანას მართავდა გ--------–-----. 2016 წლის 9 დეკემბერს გ--------–----- დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი. მოლაპარაკების არაერთი მცდელობისა სამართალდამრღვევი არ პასუხობდა ტელეფონს და მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. ავარიის შედეგად წარმოშობილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გ--------–-----სა და ლ---- გ--------ს, როგორც ა/მანქანის მესაკუთრეს. 2016 წლის 07 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ავტომობილი გადაყვანილი იქნა შ---- სპეციალურ სადგომზე, რათა შემდგომ მხარეებს ერთად მოეხდინათ მისი შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რაც ვერ მოხერხდა, რადგან გ--------–----- არ პასუხობდა ტელეფონს, ლ---- გ--------ის სატელეფონო მონაცემები კი მოსარჩელისთვის უცნობი იყო, განხორციელდა ა/მანქანის შეფასება. ც-----–----ას საკუთრებაში არსებულ „ჰ------------ს“ 2016 წლის 07 დეკემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აღენიშნებოდა ნაწილების დაზიანებები: 1) მარჯვენა წინა ფრთის მისაფარებელი; 2) მარჯვენა წინა ფარი; 3) წყლის ბაჩოკი. 4) წყლის ბაჩოკის ყელი. 5) აბლიცოვკა. 6) მარჯვენა წინა სალასა (პლასტმასის). 7) მარჯვენა წინა სალასა (რკინის). 8) ძრავის ქვედა მისაფარებელი. 9) კონდიციონერის რადიატორი. 10) საყვირი. 11) წინა ბამპერი ზბორში. 12) წინა მარჯვენა ფრთა. 13) კაპოტის პეტლი. 14) წინა ბალკა. 15) 2ც დისკი R15(ალუმინმის). 16) მარჯვენა წინა ამორტიზატორი+საყრდენი ბალიში. 17) მარჯვენა სტერჟინი. 18) მარჯვენა ქვედა გიტარა. 19) მარჯვენა უდარნი ტიაგა; 20) მარჯვენა ნაკანეჩნიკი. 21) მარცხენა ქვედა გიტარა. 22) მარჯვენა წინა დარტყმის სენსორი. 23) ანტიფრიზი. ზემოაღნიშნული დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა შემდეგი სამუშაოების განხორციელება: 1. დაშლა/აწყობა პლასტმასის აღდგენა. 2) სავალი ნაწილები. 3) სათუნუქე სარობოტე სამუშაოები. 4) სამღებრო სამუშაოები. 5) პოლირება 6) ელექტრო მომსახურება.
ზემოაღნიშნული დეტალებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენდა 5520 ლარს. გ--------–-----ს საკუთრებაში არ ირიცხებოდა არც ერთი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეუძლებელია ც-----–----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ით“ გადაადგილება, მოსარჩელე იძულებული გახდა აეღო საბანკო კრედიტი და შეეძინა ახალი ავტომობილი.
2017 წლის 03 თებერვალს ც-----–----ას მეუღლეს გ---------------–---–ს და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორდა #------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ---------------–---–მა 3 წლის ვადით, კრედიტად აიღო 13980 ლარი (5000 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხოლო საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 17.7 %. სს ,,ს----------–--------ის’’ ვებ. გვერდზე არსებული გამოსათვლელი საშუალების თანახმად 3000 აშშ დოლარის (რაც არის ც-----–----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ის“ მინიმალური საბაზრო ღირებულება) ექვივალენტური ლარში კრედიტისთვის 17.5 %-იან განკვეთში, პროცენტის თანხა გამოდის 2453 ლარი. (ტ.1, ს.ფ. 1-16) ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეები სოლიდარულად ითხოვენ მოპასუხეებისგან როგორც დაზიანების, ასევე შეკეთებისა და ევაკუატორის ხარჯებისა და ა/მანქანის შესაძენად აღებული კრედიტის მხოლოდ სარგებლის დაკისრებას მოპასუხეებზე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ლ---- გ--------მა და გ--------–-----მ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეებისთვის მოპასუხეთა საკონტაქტო ტელეფონის ნომრები თავიდანვე ცნობილი იყო, რადგან ავარიის დღესვე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს საერთო ნაცნობთან ნ-----–-------------–---–თან და დაილაპარაკეს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სპეციალურ ავტოსადგომზე, რასაც თვითონ აანაზღაურებდნენ, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები გამოწვეულია მოსარჩელეთა ბრალით. მოსარჩელეებმა ასევე თავიდან განაცხადეს, რომ ავტომობილი იყო სხვისი საკუთრება და მესაკუთრე აუცილებლად მოითხოვდა ახალი ავტომობილის ყიდვას, სინამდვილეში კი მანქანა აღმოჩნდა მათი საკუთრება. აღნიშნული ავტომობილი ავარიამდეც დაზიანებული იყო და აშკარად შეინიშნებოდა ეს დაზიანებები. მართალია მოპასუხე დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს, მაგრამ დააზიანა მისი მცირე ნაწილი. რაც შეეხება სამუშაოების საერთო ღირებულებას, იგი არის ხელოვნურად გაზრდილი, არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებას, ხოლო გამოსასწორებელი დაზიანებების დიდი ნაწილი მოპასუხეთა ბრალით არის გამოწვეული. არ დასტურდება, რომ აღებული სესხი მოხმარდა ავტომობილის შეძენას. როგორც მოსარჩელეები თვითონ უთითებენ ავტომობილის მინიმალური საბაზრო ღირებულება არის 3000 აშშ დოლარი, ხოლო სესხი აღებულია 5000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, გაურკვეველია სესხის მიზნობრიობა და დანარჩენი 2000 აშშ დოლარის ბედი. (ტ.1, ს.ფ. 107-116)
სასამართლოს სხდომაზე გ--------–-----მ განაცხადა, რომ თუ მხარეთა შორის მოხდებოდა მორიგება, თანახმა იყო გადაეხადა 2000 ლარი, ხოლო სარჩელეს კი, როგორც მოპასუხე მხარე, არ ცნობდა უსაფუძვლობის გამო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები რა დადგენილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ავტომობილი „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------ ირიცხებოდა ც-----–----ას საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 18)
4.2 . 2016 წლის 7 დეკემბერს თ---–--–- ა.წ-------–------------სა და ზ----------------ს კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ჰ------------ი“.
ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ--------–-----ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ედა 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი - გ--------–----- დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარიმო ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 23)
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემა (ტ.1, ს.ფ. 22)
- გ--------–-----ს ახსნა-განმარტება (ტ.1, ს.ფ. 19-20)
- გ---------------–---–ის ახსნა-განმარტება (ტ.1, ს.ფ. 21)
- ფოტოილუსტრაცია (ტ.1, ს.ფ. 24-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3 გ--------–----- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ლ---- გ--------ის სახელზე რეგისტრირებულ „ი--------ის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით W--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები (ტ.1, ს.ფ. 19-27)
- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ტ.1, ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2016 წლის 7 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ავტომობილი გადაყვანილი იქნა შ---- სპეციალურ სადგომზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ტ.1, ს.ქ. 29)
- სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბატების აქტი #------ (ტ.1, ს.ფ. 30)
- გადახდის ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2016 წლის 29 დეკემბრის დაზიანებული ა/მანქანის ინსპექტირების შედეგად შპს „თ------------------ს“ მიერ შედგა ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც, ც-----–----ას საკუთრებაში არსებულ „ჰ------------ს“ აღენიშნებოდა შემდეგი ნაწილების დაზიანებები:
1) მარჯვენა წინა ფრთის მისაფარებელი; 2) მარჯვენა წინა ფარი; 3) წყლის ბაჩოკი. 4) წყლის ბაჩოკის ყელი. 5) აბლიცოვკა. 6) მარჯვენა წინა სალასა (პლასტმასის). 7) მარჯვენა წინა სალასა (რკინის). 8) ძრავის ქვედა მისაფარებელი. 9) კონდიციონერის რადიატორი. 10) საყვირი. 11) წინა ბამპერი ზბორში. 12) წინა მარჯვენა ფრთა. 13) კაპოტის პეტლი. 14) წინა ბალკა. 15) 2ც დისკი R15(ალუმინმის). 16) მარჯვენა წინა ამორტიზატორი+საყრდენი ბალიში. 17) მარჯვენა სტერჟინი. 18) მარჯვენა ქვედა გიტარა. 19) მარჯვენა უდარნი ტიაგა; 20) მარჯვენა ნაკანეჩნიკი. 21) მარცხენა ქვედა გიტარა. 22) მარჯვენა წინა დარტყმის სენსორი. 23) ანტიფრიზი, სულ 1870 ლარის ღირებულების.
ზემოაღნიშნული დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა შემდეგი სამუშაოების განხორციელება: 1. დაშლა/აწყობა პლასტმაისი აღდგენა. 2) სავალი ნაწილები. 3) სათუნუქე სარობოტე სამუშაოები. 4) სამღებრო სამუშაოები. 5) პოლირება 6) ელექტრო მომსახურება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 3650 ლარს, ხოლო სავარაუდო ხარჯები კი - 610 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეფასების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2017 წლის 3 თებერვალს ც-----–----ას მეუღლეს - გ---------------–---–სა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორმდა #------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ---------------–---–მა 3 წლის ვადით აიღო კრედიტი 13980 ლარის ოდენობით (5000 აშშ დოლარის ტოლფასი), ხოლო საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 17.7 %.
სს ,,ს----------–--------ი’’-ს ვებ.გვერდზე არსებული გამოსათვლელი საშუალების მიხედვით 3000 აშშ დოლარის (ც-----–----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ის“ მინიმალური საბაზრო ოდენობა) ექვივალენტური კრედიტისთვის 17.5%-იან განაკვეთში, პროცენტის თანხა შეადგენს 2453 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 43)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ტ.1, ს.ფ. 34)
- ხელშეკრულების სახელშეკრულებო ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 35-36)
- საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 37-40)
- სესხის გამოთვლის ცნობა (ტ.1, ს.ფ. 41-42)
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება
4.7. დადგენილია, რომ ავტომობილი „ჰ------------ი“ სახელმწიფო ნომრით B------ ავარიის შემდეგ გაიყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ მოპასუხე გ--------–-----ს უნდა დაეკისროს 1870 ლარის გადახდა მოსარჩელე ც-----–----ას სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენილ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 455-ე, 456-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 7 დეკემბერს თ---–--–- ა.წ-------–------------სა და ზ----------------ს კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ჰ------------ი“. თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, დაზიანებული დეტალების ღირებულებამ შეადგინა 1870 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ აღნიშნული ოდენობა სადავო გახადა, ვინაიდან მისი საწინააღმდეგო რაიმე ალტერნატიული მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ 1870 ლარის ღირებულების ზიანი მიაყენა მოპასუხემ მოსარჩელეს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მხოლოდ მოპასუხე გ--------–-----ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით დადგა შედეგი - ზიანის სახით, ამასთან დადგენილია მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი 1870 ლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაღებულ სხვა ხარჯებს, როგორიცაა ევაკუატორით გადაყვანის ღირებულების 39 ლარისა და ასევე სპეციალურ სადგომზე დგომის ღირებულებას 134 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, აღნიშნული საფუძვლიანია და აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ მოპასუხე გ--------–-----ს მოსარჩელე ც-----–----ას მიმართ.
რაც შეეხება ავტომანქანის შეკეთების ხარჯებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 3650 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებმა ავტომანქანა არ შეაკეთეს და ისე მოახდინეს მისი რეალიზაცია, როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს, 500 აშშ დოლარად, რადგან მოსარჩელეთა განმარტებით შეუძლებელი იყო მისი აღდგენა.
ამდენად, დადგენილ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელეებმა ისე მოახდინეს ავტომანქანის გაყიდვა, რომ არ მომხდარა მისი შეკეთება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის ხარჯი ავტომანქანის შეკეთებაზე არ გაუწევია. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მომსახურების თანხის 3650 ლარის ანაზღაურების შესაძლებლობას. აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა არ ექვედებარებოდა აღდგენას.
7.2. რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხეებზე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 2453 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეუძლებელი იყო ც-----–----ას საკუთრებაში არსებული „ჰ------------ით“ გადაადგილება, შეუძლებელი იყო ავტომანქანის აღდგენა-შეკეთება, მოსარჩელე იძულებული გახდა აეღო საბანკო კრედიტი და შეეძინა ახალი ავტომობილი.
2017 წლის 03 თებერვალს ც-----–----ას მეუღლეს გ---------------–---–ს და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორდა #------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ---------------–---–მა 3 წლის ვადით, კრედიტად აიღო 13980 ლარი (5000 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხოლო საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 17.7 %. სს ,,ს----------–--------ის’’ ვებ. გვერდზე არსებული გამოსათვლელი საშუალების თანახმად 3000 აშშ დოლარის (რაც არის ც-----–----ას საკუთრებაში არსებული ჰ------------ის მინიმალური საბაზრო ღირებულება) ექვივალენტური ლარში კრედიტისთვის 17.5 %-იან განკვეთში, პროცენტის თანხა გამოდის 2453 ლარი.
მოსარჩელეების მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა აღდგენას არ ექვემდებარებოდა და შეუძლებელი იყო მისი შეკეთება. შესაბამისად, არ დგინდება იმის აუცილებლობა, რომ მოსარჩელეებს დამატებით აეღოთ სესხი ავტომანქანის შესაძენად და გაეწიათ დამატებითი ხარჯები, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელეები ითხოვენს მიყენებული ზიანისა და აღდგენითი სამუშაოების სრული ღირებულების ანაზღაურებას. ამასთან, სესხი აღებულია 5000 აშს დოლარის ექვივალენტით, ხოლო დაზიანებული ა/მანქანის ღირებულება, როგორც თავად მხარეები აცხადებენ, იყო მხოლოდ 3000 აშშ დოლარის ღირებულების.
ამდენად, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
7.3. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის მოსარჩელეთა მიერ იმ სარჩელის წარდგენა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურებას ეხება.
სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს - სოლიდარულ კრედიტორებს.
ამავე კოდექსის 456-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კანონით დადგენილი დანაწესი, რაც მოსარჩელეებს, როგორც სოლიდარულ კრედიტორს წარმოუშვებდა რაიმე სახის მოთხოვნის უფლებას მოპასუხეთა მიმართ. უდავო გარემოებაა, რომ ავტოსატრანპორტო საშუალების მესაკუთრე არის ც-----–----ა, შესაბამისად, მხოლოდ ამ უკანასკნელის მოთხოვნის უფლებას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეეხება მოსარჩელე გ---------------–---–ს, მისი ც-----–----ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა არ წარმოშობს ამ უკანასკნელის უფლებების სოლიდარულობას მეუღლესთან.
ამდენად, არ არსებობს რაიმე სახის საფუძველი, რაც მოსარჩელე გ---------------–---–ს მოცემულ საქმეზე ც-----–----ასთან ერთად სოლიდარულ კრედიტორად აქცევდა, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ უსაფუძვლოა და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამასთან, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო.
დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც ავარიის დროს გ--------–----- მართავდა ლ---- გ--------ის სახელზეა რეგისტრირებული. მოსარჩელე მითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.
მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).
ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი გ--------–-----, ხოლო ლ---- გ--------ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--------–-----ს მოსარჩელე ც-----–----ას მიმართ უნდა დაეკისროს 56,10 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 244,38 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟები - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში სასამართლომ მხოლოდ გ--------–-----ს დააკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, რითაც ყადაღა დაედო ლ---- გ--------ის (პ/ნ N6----------) სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი - W------, მარკა-მოდელი - ი--------ი G--, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------.
ასევე უნდა გაუქმდეს 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ლ---- გ--------ს (პ/ნ N6----------) აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - W------, მარკა-მოდელი - ი--------ი G--, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- - სარგებლობა და განხორციელდა მისი დალუქვა.
უნდა გაუქმდეს 2017 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ლ---- გ--------ს (პ/ნ N6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, რომლისა მახასიათებლებია: 2--- კვ.მ ფართობის სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: გ----------, სოფელი კ--–----- (ს/კ N8-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ც-----–----ასა და გ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გ--------–-----სა და ლ---- გ--------ის მიმართ - ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე გ--------–-----ს მოსარჩელე ც-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს 1870 ლარის გადახდა.
1.2. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ--------–-----ს მოსარჩელე ც-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკენელის მიერ გაღებული ხარჯის - ევაკუატორის მომსახურების საფასური - 39 ლარისა და საჯარიმო ავტოსადგომის ხარჯი - 134 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელეთა მიერ 2017 წლის 1------------–- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 244,38 ლარისა და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოსარჩელეთა მიერ 2017 წლის 0--------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელეთა მიერ 2017 წლის 1------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე გ--------–-----ს მოსარჩელე ც-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 56,10 ლარის ანაზღაურება.
7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, რითაც ყადაღა დაედო ლ---- გ--------ის (პ/ნ N6----------) სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი - W------, მარკა-მოდელი - ი--------ი G--, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------;
8. გაუქმდეს 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ლ---- გ--------ს (პ/ნ N6----------) აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - W------, მარკა-მოდელი - ი--------ი G--, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- - სარგებლობა და განხორციელდა მისი დალუქვა.
9. გაუქმდეს 2017 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ლ---- გ--------ს (პ/ნ N6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, რომლისა მახასიათებლებია: 2--- კვ.მ ფართობის სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: გ----------, სოფელი კ--–----- (ს/კ N8-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე