მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება
1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1797-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018, 29 ნოემბერი, 2019 წელი) 12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. იმ სამართლებრივ…
საქმე №ას-132-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
…წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. 29. დასახელებული სამართლებრივი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების…
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
…მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იქნებოდა წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, იმსჯელოს სსკ-ის 316-ე, 317-ე, 294-ე, 408- 409-ე, 356-ე, 358-ე, 394-ე, 442-ე, 444-ე, 452-ე, 456-ე, 463-ე, 464-ე, 937-ე და 938-ე მუხლების საფუძველზე სადავო თანხის დაკისრებაზე, კერძოდ, დაადგინოს, ზიანის ანაზღაურების წინაპირობის – ხელშეკრულების არსებობის…
საქმე №ას-401-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2020
…პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. მოხმობილი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების…
საქმე №ას-382-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2019