საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3726-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.102016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხდება მათი შეძენისთვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშობა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 452-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან. 

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად.“.

3. 777-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი

1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.

2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

4. 927-ე მუხლის შემდეგ სიტყვები „III. პირადი ფასიანი ქაღალდები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„III. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები“.

5. 928-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 928. ცნება

1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციით.

2. რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.“.  

6. 929-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კოდექსს 929-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„IV. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9291 მუხლი:

„მუხლი 9291. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები

1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.

3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3726-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (6 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3726-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.102016.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3726-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.102016 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5960570/