1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი 1. თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. 2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
…მას და ვალდებულების შესრულების დროისათვის უკან აბრუნებს იმავე რაოდენობის, ზომის, წონის და ა.შ. ნივთს; კანონმდებელი მიბარების გარიგების არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელს ხდის სესხის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას, კერძოდ, სკ-ის 777-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის,…