მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი
1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქმე №ას-426-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…11.12.2023წ.; პ.18; №ას-190-2024, 19.03.2024 წ.). 13. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილია მხარის განცხადება სსკ 2591 მუხლის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სასამართლოს წარმოეშვება სსკ 259-ე მუხლის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ განმცხადების წარმდგენ მხარესთან სასამართლოს კომუნიკაცია შესაბამისი მუშაკის მეშვეობით…
საქმე №ბს-1151(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის #1191აგ-13 განაჩენით ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ იმსჯელა კასატორის მითითებაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების (სსსკ-ის 259-ე, 260-ე, 274-ე, 280-ე და 310-ე მუხლები) არსებითად დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის…
…შესაძლებლობას ( სსკ-ის 267-ე მუხლი), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან. გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი). (შდრ.გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხლი 254, ველი…
საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
…შესაძლებლობას ( სსკ-ის 267-ე მუხლი), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან. გარდა ამისა, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ( მოთხოვნა, უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით ( სსკ-ის 259-ე მუხლი) არის შესაძლებელი, ისევე როგორც სამომავლო ქონების (სსკ-ის 254 V-ე მუხლი). (შდრ.გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხლი 254, ველი…
…რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში), მართალია, ამგვარი შინაარსის შეთანხმების დადება კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ამავე კოდექსის 259.1 მუხლის შესაბამისად, ამ გარიგებისათვის იურიდული ძალის მინიჭება არა მხოლოდ წერილობით ფორმის დაცვით, არამედ, რეესტრში რეგისტრაციის გზით დაიშვებოდა…