1. საჯარო ფასიანი ქაღალდი საქართველოში გამოშვებული უნდა იქნეს დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
2. ემიტენტი ვალდებულია საჯარო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები/საკითხები წესრიგდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ემისიისა და ანგარიშის წარმოების რეგულირების დამატებითი წესი. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი და ანგარიშის მწარმოებელი ვალდებული არიან ამ წესის მიხედვით იმოქმედონ.
5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4201
- ვებგვერდი,10.09.
2015
წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№441
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023