ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №391

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 25 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ამ განკარგულების დანართი №1-ით დამტკიცდეს წილის ყრით დადგენილი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგი.

2. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                               ოთარ ნადარაია

 

 

 

დანართი №1

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგი

 

1. შპს „ეროვნული რეესტრი“

2. სს „კავკასრეესტრი“

3. სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2015.
როდის იქნა მიღებული „ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“?
„ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 13.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №391.
სად არის „ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე“, №391, 13.08.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2951902/