„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №599
2012 წლის 18 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში (სსმ,ვებგვერდი, 110614013, 14/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების დანართის პირველი პლანშეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დროშა
3 . საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
პლანშეტი №1
1. სამსახურის გერბი
სამსახურის გერბი არის ნორმანული ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი (ერთი ცენტრალური და ცენტრალურის კუთხეებში ოთხი ირიბი) ვარსკვლავი, როგორც კონტროლის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სიმბოლო. ცენტრალური ფარი უპყრია არწივს (სახელმწიფოსა და ხელისუფლების სიმბოლო) და გამოსახულია ნორმანული ფარის ლურჯ ველზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოსახულია აგრეთვე ნორმანული ფარის ლურჯ ველზე გადაჯვარედინებული აფთებისა (დაცვის ტრადიციული სიმბოლო) და აღმართული ხმლის (მხედრული მამაცობის სიმბოლო) ფონზე, მას ქვევიდან აკრავს სადევიზო ბაფთა წარწერით: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“.
2. სამსახურის დროშა
სამსახურის დროშა არის 3X4 პროპორციის მართკუთხა მატერია, რომლის ლურჯ ველს გარს აკრავს ოქროსფერი არშია. დროშის შუა ნაწილში გამოსახულია გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური ფარი –ნორმანული ფარის წითელ ველზე გამოსახული ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
3 . სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი წარმოადგენს მრგვალ, მუქ ლურჯ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც შემოვლებული აქვს ოქროსფერი კანტი; კანტის შიგნით, სრულ წრეზე, თეთრი ასოებით შესრულებულია სამსახურის დასახელება ქართულ ენაზე პირველ და ბოლო სიტყვას შორის თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ქართული წარწერის შიგნით, ნახევარ წრეზე, თეთრი ფერით, ინგლისურ ენაზე შესრულებულია სამსახურის დასახელება, რომელიც იწყება და მთავრდება თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ფარის ცენტრალურ ნაწილში ლურჯ წრიულ ველზე, რომელსაც შემოვლებული აქვს ოქროსფერი კანტი, გამოსახულია სამსახურის გერბის დეტალი შემდეგი განსხვავებით: ცენტრალური ფარის, რომელიც უპყრია არწივს, წითელ ი ველ ის ზედა ნაწილში გამოსახული ა ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო ქვედა ნაწილში გადაშლილი წიგნი, თეთრ ბაფთაზე შესრულებულია სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის აღნიშვნა ქართულ და ინგლისურ ენებზე;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №599. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.08.002.016571.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №599, 18.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016571 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1703460/