1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668– ვებგვერდი, 16.01.2012წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (09.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 256. გირავნობის ფარგლები 1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ ნაყოფიმხარეთა მიიშეთანხმებით ღებასხვა ამრამ კოდექსისარ 281არის -ეგათვალისწინებული. მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ, ან თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით . საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
…შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე. სსკ 256-ე მუხლის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
საქმე №ას-1162-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 23 სექტემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1104 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. 9.2 თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 254-ე, 256-ე, 276-ე, 280-ე, 283-ე, 327-ე, 623-ე და 625-ე მუხლებით. 9.3 სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორს სსკ
საქმე №ბს-86-86(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2018
მ-ის დაჯარიმების ნაწილში აქტი ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის დანაწესს. დადგენილების დემონტაჟის დავალების ნაწილის გაუსაჩივრებლობა ადასტურებს, რომ ამ ნაწილს ეთანხმება ყველა სუბიექტი, რასაც ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა.
…დარჩა უცვლელად. 11.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 254-ე, 256-ე, 276-ე მუხლები. 12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არსებული დავალიანება არ გაუხდია სადავოდ, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 256-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 276-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის მქონე ნორმებია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 256, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-256/