განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
100210119002682415
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100210119002682415

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-269-19 10 ივნისი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასა----თლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსა----თლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - მე---- აბ–------- - - შპს ,,ე----- კ---------“ - - თა---- გ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასა----თლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, პროცენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შ.პ.ს. ,,ე----- კ---------“ (ს.ნ. 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდა:

- მე---- აბ–-------ს შპს. ,,ე----- კ---------“ სასარგებლოდ, დაეკისრა 10338 (ათი ათას სამასოცდათვრამეტი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 5712 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 4626,72 ლარი არის პროცენტი). მე---- აბ–-------მ პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში;

- შპს. ,,ე----- კ---------“ (ს.ნ. 4--------) სარჩელის წარმოება პირგასამტეხლოს - 1024 ლარის ნაწილში შეწყდა, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო;

- შ.პ.ს. ,,ე----- კ---------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადახდო დავალება №1539770795, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, გადახდის თარიღი 17.10.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 340.90 ლარი, გადამხდელი - შპს ,,ე----- კ---------” ს.ნ.4--------) 202 (ორასორი) ლარი და 10 (ათი) თეთრი;

- მოპასუხე - მე---- აბ–-------ს შპს ,,ე----- კ---------“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის) 138 ლარისა და 80 თეთრის ანაზღაურება. მე---- აბ–-------ს შპს ,,ე----- კ---------“ სასარგებლოდ, დაეკისრა 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი).

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე შპს ,,ე-----კ---------“ რეგისტრირებულია 2011 წლის 25 ოქტომბერს რომლის საკადასტრო კოდია 4--------, ხოლო იურიდიული მისა----თია თბილისი ვ---------------–--- რაიონი, გი--------------- მე-2 გასასვლელი N11;

 

2.2. 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მე---- აბ–-------ს შორის გაფორმდა "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------" (რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 15000 ლარი); ასევე, გაფორმდა "შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #1-------". აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: ვოლვო FH12-16. თუმცა, მსესხებელმა დაარღვია თანხების გადახდის ვალდებულება;

 

2.3. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ თანხების გადაუხდელობის გამო - მოითხოვა გირავნობის საგნის გადმოცემა (არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ წერილობით) მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. დადგენილი იქნა, რომ გარდა მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობისა, ავტომობილზე სხვა კრედიტორის/კრედიტორების შეზღუდვაც იქნა რეგიტრირებული, აღნიშნული გარემოება დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით;

 

2.4. სასა----თლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს გაეგზვნა გაფრთხილების წერილი არსებული მდგომარეობის; დავალიანების დაფარვის მოთხოვნისა და სასა----თლოსათვის მიმარვის შესაძლებლობის, ასევე, მთელი ქონებით პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების წერილი ჩაბარდა პირადად ადრესატს, თუმცა უშედეგოდ. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.5 პუნქტის, თანახმად: "მხარეები შეთანხმდენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან";

 

2.5. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს შპს ,,ე----- კ---------"-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 5712 ლარი და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტი (სარგებელი - 2017 წლის 17 აგვისტოს გადაუხდელ სარგებელს 308.448 ლარს დამატებული ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ი, რაც შეადგენს 308.448 ლარს. შესაბამისად, სრული თხუთმეტი თვის (17.08.2017წ.; 17.09.2017წ.; 17.10.2017წ.; 17.11.2017წ.; 17.12.2017წ.; 17.01.2018წ.; 17.02.2018წ.; 17.03.2018წ.; 17.04.2018წ.; 17.05.2018წ.; 17.06.2018წ.; 17.07.2018წ.; 17.08.2018წ.; 17.09.2018წ.; 17.10.2018წ.) რიცხული სარგებელი შეადგენს: 4626.72 ლარს (კერძოდ: 15X308.448);) 4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით, ასევე ერიცხება პიტგასამტეხლო, თუმცა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა ანაზღაურებაზე.

 

დასკვნები სა----თლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები);

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით. ამასთან, დადგენილია ვადა შესაბამისი გრაფიკის სახით;

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;

 

2.10. სასა----თლომ განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, სესხი გაცემული იქნა თვეში 5,4%-იანი სარგებლის გათვალისწინებით. სესხი გაიცა 2020 წლის 17 იანვრამდე. სარჩელის შემოტანით მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება შესაბამისად პროცენტი-4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით დაანგარიშებულია სარჩელის შემოტანამდე;

 

2.8. 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მე---- აბ–-------ს შორის გაფორმდა "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------" (რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 15000 ლარი); ასევე, გაფორმდა ,,შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #1-------". აღნიშნული ხელშკრულებების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: ვოლვო FH12-16. თუმცა, მსესხებელმა დაარღვია თანხების გადახდის ვალდებულება;

 

2.9. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს შპს ,,ე----- კ---------"-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 5712 ლარი და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტი (სარგებელი - 2017 წლის 17 აგვისტოს გადაუხდელ სარგებელს 308.448 ლარს დამატებული ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ი, რაც შეადგენს 308.448 ლარს. შესაბამისად, სრული თხუთმეტი თვის (17.08.2017წ.; 17.09.2017წ.; 17.10.2017წ.; 17.11.2017წ.; 17.12.2017წ.; 17.01.2018წ.; 17.02.2018წ.; 17.03.2018წ.; 17.04.2018წ.; 17.05.2018წ.; 17.06.2018წ.; 17.07.2018წ.; 17.08.2018წ.; 17.09.2018წ.; 17.10.2018წ.) რიცხული სარგებელი შეადგენს: 4626.72 ლარს (კერძოდ: 15X308.448);) 4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით, ასევე ერიცხება პიტგასამტეხლო, თუმცა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა ანაზღაურებაზე;

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

 

2.11. განსახილველ შემთხვევაში, გირავნობის საგანი იყო ავტომანქანა. ასევე დადგენილი იქნა, რომ ვალდებულება მოპასუხე - მე---- ა-–-------- მიერ არ შესრულებულა;

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, ”მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასა----თლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

2.14. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ თანხების გადაუხდელობის გამო - მოითხოვა გირავნობის საგნის გადმოცემა (არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ წერილობით) მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. დადგენილი იქნა, რომ გარდა მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობისა, ავტომობილზე სხვა კრედიტორის/კრედიტორების შეზღუდვაცაა რეგიტრირებული, აღნიშნული გარემოება დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით. გირავნობის საგნის რეალიზაცია არ მომხდარა;

 

2.15. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

2.16. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით იყო შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე, რის გამოც ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სასა----თლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;

 

2.17. ამდენად, სასა----თლომ ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე მე---- აბ–-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 10338 (ათი ათას სამასოცდათვრამეტი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 5712 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 4626,72 ლარი არის პროცენტი). მე---- აბ–------- პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში.

 

გადაწყვეტილება პროცენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მე---- აბ–-------მ

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასა----თლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასა----თლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სა----თლებრივი თვალსაზრისით. სა----თლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასა----თლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასა----თლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასა----თლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასა----თლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სა----თლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მე---- ა-–-------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, შესაბამისად, საჩხერის რაიონული სასა----თლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლები;

 

ფაქტობრივი და სა----თლებრივი დასაბუთება

 

4.4. დადგენილია რომ 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მე---- აბ–-------ს შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------" (რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 15000 ლარი); ასევე, გაფორმდა "შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #1-------". აღნიშნული ხელშკრულებების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: ვოლვო FH12-16 (ხელშეკრულება, ს/ფ.: 16-24);

 

4.5. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მსესხებელმა მე---- აბ–-------მ 2017 წლის აგვისტოს თვიდან დაარღვია სესხზე თანხების გადახდის ვალდებულება;

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია;

 

4.8. დადგენილია, რომ სესხი გაიცა პროცენტით. მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთზე. ამდენად, პროცენტის განსაზღვრის ნაწილში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძვლები;

 

4.9. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

 

4.10. დადგენილია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულდა. მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის პირობები და დავალიანება არ გადაიხადა. შესაბამისად, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა;

 

4.11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მე---- აბ–-------სა და შპს ,,ე----- კ---------“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. ამდენად, მსესხებელს სარგებლის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 308,448 ლარი;

 

4.12. დადგენილია, რომ მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. დადგენილია, რომ მსესხებელმა 2017 წლის აგვისტოს თვიდან სესხზე გადახდები შეწყვიტა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასა----თლოს მომართა 18.10.2018წ. ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ პერიოდის განმავლობაში სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც წარმოადგენს 15 თვეს. შესაბამისად, დარიცხული გადაუხდელი სარგებელი ჯამში წარმოადგენს 4626,72 (308,448x15=4626,72) ლარს, რასაც ითხოვს მოსარჩელე და რაც უნდა დაეკისროს მსესხებელს გადასახდელად;

 

4.13. ამდენად, სააპელაციო სასა----თლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასა----თლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

 

4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სა----თლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.16. პალატა მიუთითებს, რომ თავად მხარეები განსაზღვრავენ მტკიცებულებათა წრეს მოთხოვნის საფუძვლის, თუ მოთხოვნის საპირისპიროს დასადასტურებლად; აპელანტმა მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ვერ წარმოადგინა ისინი, ასევე ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული და დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები;

 

4.17. პალატა აღნიშნავს, რომ რაიონული სასა----თლოს დასკვნები სწორია. აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;

 

4.18. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მე---- ა-–-------- სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული;

 

4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასა----თლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასა----თლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.20. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასა----თლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სა----თლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - შპს ,,ე----- კ---------“-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სა----თლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, მე---- ა-–-------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

5.1. მე---- ა-–-------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასა----თლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასა----თლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

6.2. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მე---- ა-–-------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასა----თლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასა----თლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასა----თლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსა----თლე: ლაურა მიქავა