განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001643789
საქმე №2ბ/5487-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა
გელა ქირია
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს ,,გ---“
წარმომაგდნმელი - დ-------- ღ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა----------------ა“
წარმომადგენელი - ნ---- ლ--------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 7 ივნისს, სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის N---------- გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ქ-----------ა. მხარეებმა ხელშეკრულებით მოახდინეს ტერმინების განმარტება, კერძოდ, საბანკო გარანტია - მოგირავნის, როგორც გარანტის მიერ გაცემული (გასაცემი) ერთი ან მეტი საბანო გარანტია, რომლითაც მოგირავნე სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის მიერ ერთი ან მეტი ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საბანკო გარანტიებით და რომლის შეუსრულებლობისთვისაც მოგირავნემ პრინციპალის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- N---------- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-43).
2.2. 2012 წლის 7 ივნისს, სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის N---------- გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ა-----–------------- დს-185. მხარეებმა ხელშეკრულებით მოახდინეს ტერმინების განმარტება, კერძოდ, საბანკო გარანტია - მოგირავნის, როგორც გარანტის მიერ გაცემული (გასაცემი) ერთი ან მეტი საბანო გარანტია, რომლითაც მოგირავნე სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის მიერ ერთი ან მეტი ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საბანკო გარანტიებით და რომლის შეუსრულებლობისთვისაც მოგირავნემ პრინციპალის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N---------- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-50).
2.3. 2012 წლის 24 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და შპს „M-----------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შპს „M-----------ს“ სოფელ ბ----–--ში შიდა სასოფლო გზების ორმული შეკეთება უნდა მოეხდინა. მხარეებმა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეს უზრუნველყოფის საშუალება საბანკო გარანტია, რომელიც გაცემულია 2012 წლის 18 მაისს სს „ა----------------ის“ მიერ, თანხით 1695 ლარზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 55-60)
- ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი (იხ. ს.ფ. 61)
2.4. 2012 წლის 5 ივნისს, ხ-–------------–----–------სა და შპს „M-----------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შპს „M-----------ს“ ქალაქ ხ-–----–-, ქუჩების მოასფალტება და გზების ორმული შეკეთება უნდა მოეხდინა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 907 420 ლარს. მხარეებმა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეს უზრუნველყოფის საშუალება საბანკო გარანტია, რომელიც გაცემულია 2012 წლის 1 ივნისს, სს „ა----------------ის“ მიერ, თანხით 45380 ლარზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 62-94)
- ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი (იხ. ს.ფ. 95)
2.5. სს „ა----------------ის“ მიერ შპს „M-----------ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 7 ივნისიდან 2015 წლის 24 თებერვლამდე გაცემულ იქნა არაერთი საბანკო გარანტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება
2.6. შპს „M----------“-ის მიერ ბენეფიციართა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბენეფიციარები - საქართველოს ს-------------–--------------------------ის, კ----------–--------------–-–------–----------ს სააგენტოსა და სსიპ ტ-----–------------------------ ფონდის მიერ გარანტს სს „ა----------------ას“ წარედგინა მოთხოვნები საგარანტიო თანხის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იხილეთ შესაგებელზე დართული წერილები;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
გირავნობა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას გირავნობა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. გირავნობა სანივთო უფლებაა, რომლის მიზანი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონებით კომპენსირებაში გამოიხატება.
სასამართლოს განმარტებით მოვალე დაცულია გირავნობის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება გრავნობით დატვირთა, ანუ, უმთავრესია გირავნობით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც გირავნობის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია.
ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს გირავნობის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, გირავნობით ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის გირავნობით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) და ვადას, ან გირავნობის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 7 ივნისს, სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის გაფორმდა N---------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ა-----–------------- დს-185. ასევე, 2012 წლის 7 ივნისს, სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის N---------- გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ქ-----------ა. მხარეებმა ხელშეკრულებით მოახდინეს ტერმინების განმარტება, კერძოდ, საბანკო გარანტია - მოგირავნის, როგორც გარანტის მიერ გაცემული (გასაცემი) ერთი ან მეტი საბანო გარანტია, რომლითაც მოგირავნე სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის მიერ ერთი ან მეტი ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საბანკო გარანტიებით და რომლის შეუსრულებლობისთვისაც მოგირავნემ პრინციპალის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ დავისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას წარმოადგენს გირავნობის ხელშეკრულების ფარგლები და ვადა. მოსარჩელემ განმარტა, რომ გირავნობის ხელშეკრულებები გაფორმებული იქნა მოპასუხე სს „ა----------------ას“ და შპს „M-----------ს“ შორის 2012 წლის 18 მაისისა და 2012 წლის 1 ივნისის ფინანსური რისკების დაზღვევის საბანკო გარანტიით სს „ა----------------ის“ მიმართ შპს „M-----------ის“ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა დასრულებულ იქნა 2012 წლის 1 დეკემბერს, რაც საფუძველია, გირავნობის ხელშეკრულებების გაუქმებისა. როგორც წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით, ასევე, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ხელშემკვრელი მხარეები ხელშეკრულებებში განმარტებულ ტერმინებს, რომლითაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები დგინდება, სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო საკითხზე იმსჯელოს „ხელშეკრულების განმარტების“ კონტექსტში და მიუთითებს შემდეგს:
სასამართლომ მიუთითა სკ-ის 52-ე მუხლზე რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. სკ-ის 338-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაში არსებული ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების განმარტების წესს. რა დროსაც, უპირატესობა იმ გამონათქვამს ენიჭება, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (კონტექსტუალური განმარტება).
იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს მტკიცებულების (ხელშეკრულება) სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც გულისხმობს, არა ხელშეკრულების პირობის დამოუკიდებელ, არამედ მისი სხვა პირობებთან ერთობლივ შეფასებას. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული. ამგვარი შეფასების აუცილებლობას აძლიერებს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობისადმი სხვადასხვა მნიშვნელობის მინიჭებისას.
სასამართლო. მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების ზოგადი ბუნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ მასში მითითებული არ ყოფილა არც კონკრეტული ვალდებულების სახე, რომლის უზრუნველყოფაც უნდა მომხდარიყო და არც ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ამასთან, მხარეთა მიზნების გათვალისწინებით, ტერმინი „ნაკისრი ვალდებულება“ მოიაზრებს შპს „M-----------ის“ მიერ ერთ ან მეტ, როგორც ნაკისრ, ასევე, სამომავლოდ წარმოსაშობ ვალდებულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულს არ ეთანხმებოდა შპს „გ---“ მას აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობებინა სს „ა----------------ისათვის“ და უნდა განეხორციელებინა შესაბამისი პროცედურები, ხელშეკრულების შეწყვეტის კონტექსტში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,გ---ს” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლზე, რომლიც ადგენს რა არის გირავნობის ფარგლები, რომლის თანახმადაც, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს, აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რელიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აპელანტის შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავარ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნას, პირგასამტეხლოს და ა.შ.
აპელანტს მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების ის მუხლი, რომლიც ადგენდა გირავნობის ხელშეკრულბით უზრუნველყოფილ მოთხოვნას, არ საჭიროებდა განმარტებას, ვინაიდან იგი არ არის ხელშეკრულებაში გადმოცემული ბუნდოვნად, ორაზროვნად, და მას არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების რომელიმე სხვა პუნქტი. ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია მასზედ, რომ სადავო გარიგების პუნქტი იმიტომ საჭიროებს განმარტებას, რომ იგი ორაზროვნად იკითხება, ან/და მას ეწინააღმდეგება ხელშეკრულების სხვა ჩანაწერები ან/და ხელშეკრულება ურთიერთგამომრიცხავ პუნქტებს შეიცავსო. პირველი ინსტანციის სასამართლო ამაზე არ მსჯელობს. სასამართლო განმარტების საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში იმიტომ, რომ მოპასუხე სხვანაირად კითხულობს ხელშეკრულების ტექსტს და ამის შესახებ მან მიუთითა შესაგებელში. ის ფაქტი, რომ მხარეებისხვადასხვაშინაარსით კითხულობენ ხელშეკრულების ტექსტს არ უნდა იყოს ხელშეკრულების განმარტების წინაპირობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მხარეები სუბიეტურები არიან. მთავარია ობიექტურად ხელშეკრულება იყოს ორაზროვანი, ბუნდოვანი, მისი დებულებები ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს და ა.შ.
აპელანტი მიუთითებს სადავო გირავნობის ხელშეკრულების მუხლი 2-ზე, 1.6, 1.8; და 1.4 მუხლზე. რის საფუძვეკლზეც აპელანი განმარტავს, რომ ელშეკრულების პუნქტი, რომლიც განმარტებული იქნა სასამართლოს მიერ არასწორად, საერთოდ არ საჭიროებდა განმარტებას და იგი იკითხება ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე და იკითხება იმდაგვარად, რომ გირავნობა უზრუნველყოფდა მხოლოდ და მხოლოდ მოგირავნის იმ რეგრესულიანაზღურების მოთხოვნას, რომლიც გამოწვეული იქნებოდა იმ საბანკო გარანტიებიდან, რომლიც გაცემულ იქნა ან იქნებოდა მომავალში გაცემული პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისსრი იმ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, რომელიც პრინციპალმა შპს ,,მ–----------“ ნაკისრი ქონდა გირავნობის ხელშეკრულების გაფორმრბამდე.
აპელანტის მოსაზრებით, ხელშეკრულების სადავო ნორმის განმარტებისას, ისე არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც განმარტა სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის არგუმენტების გაზიარებით და არ გაუზიარებია მოსარჩელის არგუმენტები.
აპელანტის შეფასებით, სასამართლომ გარიგების განმარტებისას მათ მიერ წარდგენილი არგიმენტები არ გაიზიარა და არც უმსჯელია გადაწყვეტილებაში, რომ რაიმე სახით გაებათილებინა იგი და სადავო გარიგების ტექსტი განიმარტა მხოლოდ იმ საფუძლით, რომ შპს ,,გ---ს“ არ მოიუმართავს თურმე გირავნობის გაუქმებისთვის მოპასუხე მხარისთვის. ყოვლად გაუმართლებელი უარგუმენტოა ეს მსჯელობა, ვინაიდან სწორედ ამ დავის არსებობის ფაქტი მიუთითებს, რომ შპს ,,გ---“ არის დაინტერესებული და ახროციელებს ქმედით ნაბიჯებს გირავნობის შეწყვეტისთვის და საქმეშ სწორედ გ--- არის მოსარჩელე მხარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს შპს ,,გ---ს“ სარჩელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.7. პუნქტები).
4.2. სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის 2012 წლის 7 ივნისს გაფორმდა N---------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ქ-----------ა.
მხარეებმა ხელშეკრულებით მოახდინეს ტერმინების განმარტება, კერძოდ, საბანკო გარანტია - მოგირავნის, როგორც გარანტის მიერ გაცემული (გასაცემი) ერთი ან მეტი საბანო გარანტია, რომლითაც მოგირავნე სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის მიერ ერთი ან მეტი ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საბანკო გარანტიებით და რომლის შეუსრულებლობისთვისაც მოგირავნემ პრინციპალის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია.
4.3. სს „ა----------------ასა“ და შპს „გ---ს“ შორის 2012 წლის 7 ივნისს გაფორმდა N---------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა შპს „გ---ს“ კუთვნილი მოძრავი ნივთი - ა-----–------------- დს-185.
მხარეებმა ხელშეკრულებით მოახდინეს ტერმინების განმარტება, კერძოდ, საბანკო გარანტია - მოგირავნის, როგორც გარანტის მიერ გაცემული (გასაცემი) ერთი ან მეტი საბანო გარანტია, რომლითაც მოგირავნე სხვა პირის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის მიერ ერთი ან მეტი ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საბანკო გარანტიებით და რომლის შეუსრულებლობისთვისაც მოგირავნემ პრინციპალის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია.
4.4. გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და შპს „M-----------ს“ შორის 2012 წლის 24 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „M-----------ს“ სოფელ ბ----–--ში შიდა სასოფლო გზების ორმული შეკეთება უნდა მოეხდინა. მხარეებმა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეს უზრუნველყოფის საშუალება საბანკო გარანტია, რომელიც გაცემულია 2012 წლის 18 მაისს სს „ა----------------ის“ მიერ, თანხით 1695 ლარზე.
4.5. ხ-–------------–----–------სა და შპს „M-----------ს“ შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „M-----------ს“ ქალაქ ხ-–----–-, ქუჩების მოასფალტება და გზების ორმული შეკეთება უნდა მოეხდინა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 907 420 ლარს. მხარეებმა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეს უზრუნველყოფის საშუალება საბანკო გარანტია, რომელიც გაცემულია 2012 წლის 1 ივნისს, სს „ა----------------ის“ მიერ, თანხით 45 380 ლარზე.
სს „ა----------------ის“ მიერ შპს „M-----------ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 7 ივნისიდან - 2015 წლის 24 თებერვლამდე გაიცა არაერთი საბანკო გარანტია.
4.6. შპს „M----------“-ის მიერ ბენეფიციართა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბენეფიციარები - საქართველოს ს-------------–--------------------------ის, კ----------–--------------–-–------–----------ს სააგენტოსა და სსიპ ტ------–---------------------------------ს მიერ გარანტს სს „ა----------------ას“ წარედგინა მოთხოვნები საგარანტიო თანხის ანაზღაურების თაობაზე.
4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სადავო ხელშეკრულების ის მუხლი, რომლიც ადგენდა გირავნობის ხელშეკრულბით ურუნველყოფილ მოთხოვნას, არ საჭიროებდა განმარტებას.
საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ. სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015).
პალატა მიიჩნევს, რომ კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა.
დადგენილია, რომ გირავნობის ხელშეკრულებები გაფორმებულია მოპასუხე სს „ა----------------ას“ და შპს „M-----------ს“ შორის 2012 წლის 18 მაისისა და 2012 წლის 1 ივნისის ფინანსური რისკების დაზღვევის საბანკო გარანტიით სს „ა----------------ის“ მიმართ შპს „M-----------ის“ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა დასრულებულდა 2012 წლის 1 დეკემბერს, რაც საფუძველია, გირავნობის ხელშეკრულებების გაუქმებისა. როგორც წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით, ასევე, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ხელშემკვრელი მხარეები ხელშეკრულებებში განმარტებულ ტერმინებს, რომლითაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები დგინდება, სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სკ-ის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. სკ-ის 338-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაში არსებული ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების განმარტების წესს. რა დროსაც, უპირატესობა იმ გამონათქვამს ენიჭება, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (კონტექსტუალური განმარტება).
პალატა ასევე, იზიარებს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების ზოგადი ბუნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ მასში მითითებული არ ყოფილა არც კონკრეტული ვალდებულების სახე, რომლის უზრუნველყოფაც უნდა მომხდარიყო და არც ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ამასთან, მხარეთა მიზნების გათვალისწინებით, ტერმინი „ნაკისრი ვალდებულება“ მოიაზრებს შპს „M-----------ის“ მიერ ერთ ან მეტ, როგორც ნაკისრ, ასევე, სამომავლოდ წარმოსაშობ ვალდებულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულს არ ეთანხმებოდა შპს „გ---“ მას აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობებინა სს „ა----------------ისათვის“ და უნდა განეხორციელებინა შესაბამისი პროცედურები, ხელშეკრულების შეწყვეტის კონტექსტში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,გ---ს” სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 1900 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვა დის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
გელა ქირია