მუხლი 887. გარანტის უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი · სკ 887
1. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
2. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(100)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 100-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1407-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტთან გაგზავნილი ბენეფიციარის მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, ვინაიდან…
საქმე №ას-1079-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება ( სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-781-996-08, 17 მარტი, 2009წ). ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის…
საქმე №ას-1016-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
…რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, 2015, გვ. 141;148.). 24. სსკ-ის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს.
საქმე №ას-512-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2025
შეგებებულ სარჩელზე დავის საგნად კი, განსაზღვრა საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე და 887-ე მუხლებზე. 6.8. სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი იყო, 46 893 ლარი, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იქნა დაკისრებული, წარმოადგენდა ზიანს თუ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადასახდელ თანხას.
საქმე №ას-70-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
ხოლო, ამავე კოდექსის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
საქმე №ას-1157-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
საქმე №ას-671-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
საქმე №ას-19-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
საქმე №ას-607-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქმე №ას-653-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-662-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
საქმე №ას-946-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
საქმე №ას-1385-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
საქმე №ას-605-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
საქმე №ას-40-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
საქმე №ას-107-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2022
საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-476-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
საქმე №ას-1365-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
საქმე №ას-1789-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
საქმე №ას-523-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
საქმე №ას-165-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
საქმე №ას-1681-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
საქმე №ას-1978-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
საქმე №ას-1778-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2019
საქმე №ას-1511-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2019
საქმე №ას-1681-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2019
საქმე №ას-1705-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
საქმე №ას-1730-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 887, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-887/