მუხლი 890. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
1. გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
2. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი ოცდამეორე
თავდებო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(40)
საქმე №ას-70-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
…ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (მყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო გამყიდველმა (პრინციპალმა) ეს თანხა რეგრესის წესით გადაუხადა გარანტს ( სსკ-ის 890.1 მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით პრინციპალს მიადგა ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სადავო თანხის პრინციპალისათვის…
საქმე №ას-653-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე); 882-ე მუხლი (საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); 890-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარანტის უფლება მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით,…
საქმე №ას-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
…ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა ( სსკ-ის 890-ე მუხლი), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის (შემკვეთის) მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად, სსკ-ის 385-ე (ის, რაც ვალდებულების…
საქმე №ას-107-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…რომ თუნდაც დადგინდეს საგარანტიო თანხის სამართლებრივი საფუძვლის გამოთხოვის ფაქტი, პრინციპალს ბენეფიციარისგან მიღებული გარანტიის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი უტყუარად დადასტურდება, რომ სსკ 890.1 მუხლის შესაბამისად პრინციპალს გარანტის წინაშე რეგრესის წესით უკვე გადახდილი აქვს თანხა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, ესე იგი, თუკი…
საქმე №ას-605-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
…სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) და გარანტორმა საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) გადაიხადა საგარანტიო თანხა, ხოლო პრინციპალს წარმოეშვა რეგრესული ვალდებულება გარანტის მიმართ ( სსკ-ის 890-ე მუხლი), ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც აღადგენს დარღვეულ ქონებრივ ბალანსს პრინციპალსა (მიმწოდებელი) და ბენეფიციარს (შემსყიდველი) შორის ძირითადი…
საქმე №ას-380-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
საქმე №ას-193-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-40-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
საქმე №ბს-320(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-476-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
საქმე №ას-1115-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ას-1900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2019