2. გადამზიდავს, რომელსაც რეგრესული სარჩელის წარდგენის პრეტენზია აქვს, შეუძლია აღძრას სარჩელი იმ ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოში, სადაც გადაზიდვაში მონაწილე ერთ-ერთი გადამზიდავის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილია ან მისი ძირითადი კომერციული საწარმოს, განყოფილების ან სააგენტოს ადილსამყოფელი, რომელთა მეშვეობითაც დადებულ იქნა გადაზიდვის ხელშეკრულება.

რეგრესული სარჩელი შეიძლება აღძრულ იქნეს ერთსა და იმავე სასამართლოში გადაზიდვაში მონაწილე ყველა გადამზიდავის მიმართ.

3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გამოიყენება სასამართლოს მიერ 37-ე და 38-ე მუხლებში აღნიშნული რეგრესული სარჩელის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა მიმართ.

4. 32-ე მუხლის დებულებანი ძალაშია რეგრესული სარჩელების მიმართ, რომლებსაც ერთი გადამზიდავი წარუდგენს მეორეს, მაგრამ ათვლა იწყება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელიც ამ კონვენციის დებულებათა თანახმად განსაზღვრავს გადახდას დაქვემდებარებული ანაზღაურების ოდენობას, რომელიც ანაზღაურდება ამ კონვენციის დებულების თანახმად ან, ასეთი გადაწყვეტილების არარსებობისას, ანაზღაურების ფაქტობრივი თანხის გადახდის დღიდა