a) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი ჩაბარების დღიდან;

b) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;

c) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკურელბის დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ;

დღე როდესაც იწყება სარჩელის ათვლა, სარჩელის აღძვრის ვადაში არ ჩაითვლება.

2. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდავი წერილობითი ფორმით უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განახლება ხდება მხოლოდ რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების დამტკიცება ეკისრება იმ პირს, რომელიც ამ ფაქტებს ეყრდნობა. ამ ფაქტების საფუძველზე წარმოდგენილი შემდგომი რეკლამაციები ვერ შეაჩერებენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულების თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება რეგულირდება საქმის განმხილავი სასამართლოს კანონით. იგივე კანონი არეგულირებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის წყვეტილობას.

4. მოთხოვნები სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმართ, რომელიც გასულია, არ შეიძლება წარედგინოს შემხვედრი სარჩელის ან პროტესტის სახი