a) მოპასუხეს აქვს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მისი ძირთიადი კომერციული საწარმოს, განყოფიელბის ან სააგენტოს ადგილმდებარეობა, რომელთა მეშვეობით დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება ან

b) მდებარეობს ტვირთის გადასაზიდად მიღების ან ჩაბარებისათვის განკუთვნილი ადგილი.

სხვა სასამართლოებში მიმართვა დაუშვებელია.

2. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე დავის შემთხვევაში, სარჩელი იმყოფება სასამართლოში განსახილველად, რომელიც კომპეტენტურია ამ პუნქტის დებულების შესაბამისად ანდა ამ სარჩელის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, მაშინ ახალი სარჩელი იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით დაუშვებელია, იმ შემთხვევების გარდა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც იქნა აღძრული პირველი სარჩელი, არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყანაში, სადაც აღიძვრება ახალი განხილვა.

3. როდესაც კონვენციაში მონაწილე ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დავის შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას ამ ქვეყანაში, ეს გადაწყვეტილება ასევე ექვემდებარება აღსრულებას სხვა ამ კონვენციის მონაწილე ქვეყნებშიც, ამ ქვეყნისთვის მითითებულ ფორმალობების შესრულებისთანავე. ამ მითითებათა შესრულება არ გამოიწვევს საქმის არსებითად გადახედვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა მიმართ, რომლებიც გამოტანილია მხარეთა დასწრებით, დაუსწრებელი და მსოფლიო სასამართლო გარიგების მიმართ და არ გამოიყენება წინასწარ აღსრულებადი გადაწყვეტილების ან იმ მოსარჩლის მიერ ანაზღაურების შესახებ განჩინების მიმართ, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად ეთქვა უარი ზარალის სარჩელის თაობაზე სასამართლო ხარჯების დამატებით.

5. წინამდებარე კონვენციის მოქმედებას დაქვემდებარებულ გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, არ არის საჭირო კონვენციის მონაწილე ქვეყნების იმ პირთა მიერ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მდებარეობს ერთ-ერთ ამ ქვეყანაშ