2. თუ მიმღებმა და გადამზიდავმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საწინააღმდეგო მტკიცებულებები დაიშვება მხოლოდ მაშინ, როცა დანაკარგები და დაზიანებები აშკარაა და იმ პირობით, რომ მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში (კვირისა და დღესასწაულების გარდა) წარუდგენს გადამზიდავს განცხადებას წერილობითი ფორმით.

3. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების გამო ანაზღაურების გადახდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც წერილობითი ფორმის განცხადება გაკეთებული იყო მიმღების განკარგულებაში ტვირთის გადაცემიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთის გაცემის ან შემოწმების დღე ან მიმღების განკარგულებაში ტვირთის გადაცემის დღე.

5. გადამზიდავმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს ყველა აუცილებელი შემოწმების ჩატარებაშ