საკომპენსაციო თანხების დაბრუნებაზე
§ 1. გადამზიდავს, რომელმაც გადაუხადა კომპენსაცია გამგზავნს ან მიმღებს, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მის შესაბამისად, უფლება აქვს წარუდგინოს რეგრესული მოთხოვნა გადაზიდვაში მონაწილე სხვა გადამზიდავებს შემდეგი პირობებით:
1) თუ ზიანი მიყენებულია ერთი გადამზიდავის გამო, მაშინ ის წარმოადგენს ზიანზე ერთადერთ პასუხისმგებელ პირს;
2) თუ ზიანი მიყენებულია გადაზიდვაში მონაწილე რამდენიმე გადამზიდავის გამო, მაშინ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ზიანის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალეულობით;
3) თუ ვერ დადასტურდება, რომ ზიანი წარმოიშვა ერთი ან რამდენიმე გადამზიდავის მიერ, გადამზიდავები თანხმდებიან პასუხისმგებლობის განაწილების წესზე. თუ გადამზიდავებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების წესზე შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ მათ შორის პასუხისმგებლობა განაწილდება იმ სატარიფო კილომეტრების პროპორციულად, რომლებზედაც განხორციელდა გზავნილის გადაზიდვა თითოეული გადამზიდავის მიერ, იმ გადამზიდავების გარდა, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ზიანი მათ გამო არ არის გამოწვეული.
§ 2. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში ანაზღაურების თანხების უკან დაბრუნებისას, თუ ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეულიაა რამდენიმე გადამზიდავის ბრალეულობით, პროცენტი მათი ანაზღაურების დაანგარიშებისათვის განისაზღვრება 45-ე მუხლის –
„ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის კომპენსაციის ოდენობა“ –
მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მიწოდების საერთო ვადის გადაცილებას მსვლელობის სრულ გზაზე და დაანგარიშდება თითოეული იმ გადამზიდავის მიერ მიღებული გადაზიდვის ღირებულებიდან, რომლის გამოც გამოწვეულია მიტანის ვადის გადაცილება.
§3. გადამზიდავს, რომელსაც წარედგინა რეგრესული მოთხოვნა გადახდილი ანაზღაურების კომპენსირებაზე, უფლება არა აქვს წამოიწყოს დავა მოთხოვნის წარმდგენი გადამზიდავის მიერ კომპენსაციის გადახდის სისწორესთან დაკავშირებით, თუ ანაზღაურება დადგენილია სასამართლო ორგანოების მიერ და თუ გადამზიდავი, რომელსაც წარედგინა რეგრესული მოთხოვნა, დროულად იყო ინფორმირებული სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვის შესახებ.
§4. მოთხოვნა გადახდილი პრეტენზიის თანხის უკან დაბრუნებაზე წარდგენილი უნდა იქნეს 75 დღის განმავლობაში საპრეტენზიო თანხის ფაქტობრივი გადახდის დღიდან.
სასამართლო ორგანოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 75 დღის განმავლობაშ