§ 1. გადამზიდავის პასუხისმგებლობის ზღვარი არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ანაზღაურების ოდენობას, რომელიც ექვემდებარება ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში გადამზიდავის მიერ გადახდას.

§ 2. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია:

1) იმ გარემოებების შედეგად, რომელთა  შეჩერებაც შეუძლებელი იყო გადამზიდავისათვის და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ იყო დამოკიდებული;

2) ტვირთის უხარისხობის, არასათანადო ტარისა და შეფუთვის  შედეგად ან ტვირთის, ტარის და შეფუთვის განსაკუთრებული ბუნებრივი და ფიზიკური მახასიათებლების შედეგად, რამაც გამოიწვია დაზიანება (გაფუჭება);

3) გამგზავნის ან მიმღების ბრალეულობით ან მათი მოთხოვნების შედეგად, რომელთა გამოც  შეუძლებელია  გადამზიდავისთვის ბრალის დადება;

4)  ტვირთის დატვირთვასთან ან გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მიზეზებით, თუ დატვირთვა ან გადმოტვირთვა წარმოებდა გამგზავნის ან მიმღების მიერ;

5) ტარის ან შეფუთვის არქონის გამო,  რაც საჭირო იყო მისი გადაზიდვისათვის;

6) გამგზავნის მიერ საგნების გადასაზიდად  არასწორი, არაზუსტი ან არასრული დასახელებით ან ამ შეთანხმების პირობების  დაუცველად ჩაბარების შედეგად;

7) იმის შედეგად, რომ გამგზავნმა ტვირთი დატვირთა ამ  ტვირთის გადასაზიდად უვარგის ვაგონში ან კონტეინერში;

8)  გამგზავნის  მიერ  მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესის  ან ვაგონის (კონტეინერის) სახეობის არასწორად შერჩევის შედეგად;

9) გამგზავნის, მიმღების მიერ საბაჟო ან სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად;

10) გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სახელმწიფო ორგანოების მიერ ტვირთის შემოწმების, დაკავების, კონფისკაციის შედეგად.

§ 3. გადამზიდავი  პასუხს არ აგებს გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე), თუ ეს  წარმოიშვა ტვირთის განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით გადაზიდვისას და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება გათვალისწინებულია ამ განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით.

§ 4. გადამზიდავი  პასუხისმგებელი არ არის  დანაკლისზე:

1) ტვირთისთვის, რომელიც გადაიზიდება ტარაში ან შეკრულ მდგომარეობაში, თუ ტვირთი გადაეცა მიმღებს ადგილების სრული რაოდენობით, დაცული ტარით ან  შეკრულ მდგომარეობაში და შიგთავსთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო  ტვირთის დანაკლისის მიზეზი;

2) ტვირთისთვის, რომელიც გადაიზიდება ტარის ან შეკვრის გარეშე, თუ ტვირთი გადაეცა მიმღებს ადგილების სრული რაოდენობით და ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა  გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის მიზეზი;

3) ტვირთისთვის, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის მიერ ვაგონში ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში  (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) და იგი გადაეცა მიმღებს გამგზავნის გამართული პლომბებით, ასევე ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის  მიზეზი;

4) კონტეინერებში მოთავსებული ტვირთისათვის, რომელიც დატვირთულია გამგზავნის მიერ ვაგონში (კარებებით შიგნით), თუ კონტეინერები ამ ვაგონში გადაიზიდა გადაადგილების გარეშე მსვლელობის სრულგზაზე და გადაეცეა მიმღებს პლომბების შემოწმების გარეშე და ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის  მიზეზი;

5) ტვირთისთვის, რომელიც მიღებული იყო გადასაზიდად ღია მოძრავი შემადგენლობით, თუ ტვირთი მივიდა გამართული ვაგონით, მსვლელობის გზაზე გადატვირთვის გარეშე და ტვირთს არ აქვს გადაზიდვის დროს ტვირთის დანაკლისის დამადასტურებელი  ნიშნები;

6) მოხსნადი ან სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებიც მოთავსებულია   დაპლომბილ ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში  (АТС), თუ ეს ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულები  (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები  (АТС) გადაეცა მიმღებს  გამგზავნის სათანადო პლომბებით.

§ 5. გადამზიდავი  პასუხს  არ აგებს ღია მოძრავი შემადგენლობით გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაზიანებაზე, თუ ტვირთი მივიდა გამართული ვაგონით, მსვლელობისას გზაზე გადატვირთვის გარეშე და არ აქვს  გადაზიდვისას ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) დამადასტურებებლი ნიშნები.

§ 6. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ტვირთის მიტანის ვადების გადაცილებისთვის, თუ ეს გადაცილება გამოწვეულია:

1) გარემოებებით, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო  გადამზიდავისთვის და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ იყო დამოკიდებული;

2) გამგზავნის ან მიმღების ბრალეულობით ან მათი მოთხოვნების შედეგად, რომელთა გათვალისწინებითაც  შეუძლებელია  გადამზიდავისთვის ბრალის დადება;

3) საბაჟო ან სხვა სახის ადმინისტრაციული პროცედურების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამგზავნის, მიმღების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.

§7. გადამზიდავი პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით გადაზიდვისას ასევე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ან მიწოდების ვადის გადაცილებისთვის, თუ ტვირთის დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება (გაფუჭება) ან  მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეულია:

1) ხანძრის შედეგად, თუ გადამზიდავი დაამტკიცებს, რომ ხანძარი გამოწვეული არ არის  მისი ბრალეულობით, ასევე  სხვა პირების მიზეზით, რომელთა მომსახურებითაც ის სარგებლობს გადაზიდვის ხელშეკრულების შესასრულებლად, ამ პირების მიერ მათი მოვალეობები შესრულების დროს;

2) სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებული ღონიძიებების ან   ქონების გადარჩენის მიზნით მიღებული გონივრული ზომების შედეგად;

3) რისკების, საშიშროების ან  უბედური შემთხვევების შედეგად.

ამასთან, გადამზიდავი შეიძლება დაეყრდნოს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების აღნიშნულ მიზეზებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაამტკიცებს, რომ ტვირთის დაკარგვას, დანაკლისს, დაზიანებას (გაფუჭებას) ან ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებას ადგილი ჰქონდა გზის საწყლოსნო მონაკვეთზე, საწყლოსნო ტრანსპორტზე ტვირთის ვაგონში დატვირთვის დაწყებიდან  საწყლოსნო ტრანსპორტიდან მის გადმოტვირთვამდ