§1. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს  შეთანხმება ავალდებულებს გადამზიდავს აუნაზღაუროს გამგზავნს ან მიმღებს   ტვირთის დაკარგვით, დანაკლისით გამოწვეული ზიანი, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ტვირთის ღირებულებიდან გამომდინარე.

გამოცხადებული ფასეულობით გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან  დანაკლისის შემთხვევაში, გადამზიდავი უნაზღაურებს გამგზავნს ან მიმღებს გამოცხადებული ფასეულობის თანხას  ან გამოცხადებული ფასეულობის ნაწილს, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ ნაწილს.

§2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ანაზღაურების გარდა,   დაბრუნებას ექვემდებარება გადაზიდვის ღირებულება, გამგზავნის (მიმღების) სხვა ხარჯები, რომლებიც მიღებულია გადამზიდავის მიერ დაკარგული ტვირთის ან მისი ნაწილის გადაზიდვისთვის, თუ ეს ხარჯები არ  შედის მის ღირებულებაში.

§3. ტვირთის მასის დანაკლისის დროს ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებისას, გადამზიდავს უფლება აქვს ჩათვალოს ტვირთის ზედმეტობა მისი დანაკლისის დასაფარად, თუ ერთი და იმავე დასახელებისა და ხარისხის ტვირთის გადაცემისას, რომელიც მივიდა ერთი გამგზავნისგან ერთი მიმღების მისამართით, მათ შორის მსვლელობის გზაზე გადატვირთვით, ერთი ზედნადების მიხედვით აღმოჩენილია ტვირთის დანაკლისი, ხოლო მეორეს მიხედვით –

მისი ზედმეტობ