§ 1. გადამზიდავისთვის პრეტენზიის წარდგენის უფლება აქვს გამგზავნს ან მიმღებს.
ამ შეთანხმების 31-ე მუხლის –
„გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –
მე-4 პარაგრაფის საფუძველზე გადამეტებით გადახდილი გადაზიდვის ღირებულების უკან დაბრუნების შესახებ პრეტენზიების წარდგენის უფლება აქვს ასევე პირს, რომელმაც გადაიხადა გადაზიდვის ეს ღირებულება ამ შეთანხმების 31-ე მუხლის –
„გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –
მე-2 პარაგრაფის შესაბამისად.
დაუშვებელია მოთხოვნის უფლების გადაცემა.
§ 2. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით და ანაზღაურების თანხის მითითებით.
პრეტენზია წარედგინება:
- გამგზავნის მიერ –
სახელშეკრულებო გადამზიდავის მიმართ;
- მიმღების მიერ –
გადამზიდავის მიმართ, რომელმაც მას გადასცა ტვირთი.
§ 3. პრეტენზია წარდგენილი უნდა იქნეს თითოეული გზავნილის მიმართ ცალ-ცალკე, გარდა:
1) გადაზიდვის ღირებულების ნამეტობის უკან დაბრუნების შესახებ პრეტენზიებისა. ასეთი პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იქნეს რამდენიმე გზავნილის მიმართ ერთად.
2) იმ შემთხვევებისა, როდესაც რამდენიმე გზავნილისთვისშედგენილია ერთი კომერციული აქტი. ასეთ შემთხვევაში პრეტენზია შესაძლოა წარედგენილი იქნეს ყველა გზავნილზე, რომლებიც მითითებული იქნება კომერციულ აქტში.
§ 4. პრეტენზია თითოეული გზავნილის მიმართ, რომლის თანხაც 23 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტურია ან მასზე ნაკლებია, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. თუ პრეტენზია წარდგენილია უფრო მეტ თანხაზედა, ის დაკმაყოფილებას ექვემდებარება 23 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტური თანხის ან მასზე ნაკლები ოდენობით, მაშინ ეს თანხა წარმდგენისთვის გადახდას არ ექვემდებარება.
§ 5. პრეტენზიის წარმდგენი ვალდებულია პრეტენზიას თან დაურთოს ტვირთის გადაზიდვის წესებში მითითებული პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები.
პრეტენზიას თან ერთვის ზედნადების და კომერციული აქტის ორიგინალები.
§ 6. თუ პრეტენზია შედგენილია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პარაგრაფების პირობების დარღვევით, ის უბრუნდება პრეტენზიის წარმდგენს განხილვის გარეშე, გადამზიდავის მიერ მისი მიღების დღიდან არაუმეტეს 15 დღისა, მისი დაბრუნების მიზეზის მითითებით. ასეთ შემთხვევებში არ ხდება 48-ე მუხლის –
"ხანდაზმულობის ვადები" –
მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერება. თუ გადამზიდავი წარმდგენს პრეტენზიას დაუბრუნებს 15-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღეს იმ დღემდე, როდესაც გადამზიდავი პრეტენზიის წარმდგენს დაუბრუნებს ამ პრეტენზიას. გადამზიდავის მიერ წარმდგენისათვის ასეთი პრეტენზიის უკან დაბრუნება არ ნიშნავს მის უარყოფას და პრეტენზიის წარმდგენს უფლებას არ აძლევს, მიმართოს სასამართლო ორგანოებს სარჩელით.
§ 7. გადამზიდავი ვალდებულია პრეტენზიის მიღების დღიდან 180 დღის ვადაში განიხილოს ის, გასცეს პასუხი პრეტენზიის წარმდგენს და პრეტენზიის სრული ან ნაწილობრივი აღიარებისას გადაუხადოს პრეტენზიის წარმდგენს მისი კუთვნილი თანხა.
§ 8. პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფისას გადამზიდავი ატყობინებს პრეტენზიის წარმდგენს უარყოფის საფუძველს და ამავდროულად უბრუნებს მას პრეტენზიასთან თანდართულ დოკუმენტებს.
§ 9. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელზედაც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, ნებისმიერი პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იქნეს გადამზიდავის მიმართ მხოლოდ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად და მისი დებულებების ფარგლებში. ეს პირობა ეხება ნებისმიერ პრეტენზიას იმ თანამშრომლების და სხვა პირების მიმართ, რომლებზედაც პასუხისმგებელია გადამზიდავი 38-ე მუხლის –
„პირები, რომელთა ქმედებებზეც პასუხს აგებენ გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები“ –
დებულებების შესაბამისა