§ 1. ამ შეთანხმების საფუძველზე გადამზიდავის წინააღმდეგ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს:
1) ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების შესახებ –
2 თვის განმავლობაში;
2) სხვა საფუძვლებით –
9 თვის განმავლობაში.
§ 2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ვადები გამოითვლება ამ შეთანხმების 47-ე მუხლის –
„გადაზიდვების ხელშეკრულების მოთხოვნები. იურისდიქცია“ –
მე-2 პარაგრაფით დადგენილი სარჩელის წარდგენის უფლების წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დაწყების დღე ვადაში არ შეიტანება.
§ 3. ამ შეთანხმების 46-ე მუხლის „პრეტენზიები“ –
შესაბამისად შედგენილი პრეტენზიის წარდგენა, აჩერებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებს. ხანდაზმულობის ვადა გრძელდება იმ დღიდან, როდესაც გადამზიდავი შეატყობინებს პრეტენზიის წარმდგენს მისი პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფის შესახებ ან ამ შეთანხმების 46-ე მუხლის –
"პრეტენზიები" –
მე-7 პარაგრაფით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ პრეტენზია გადამზიდავის მიერ დატოვებულია უპასუხოდ.
პრეტენზიის განმეორებით წარდგენა იმავე საფუძვლით არ აჩერებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადების მიმდინარეობას.
§ 4. ხანდაზმულობის ვადების გასვლა წარმოადგენს მოთხოვნების უარყოფის საფუძველს.
ნაწილი III
ვაგონების გამოყენება, რომლებიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორ სატრანსპორტო საშუალე