§ 1. ვაგონის გადაზიდვისას ამ ნაწილის პირობების გამოყენებასთან ერთად ასევე გამოიყენება ამ შეთანხმების სხვა პირობები იმ შემთხვევებში, თუ ეს პირობები არ ეწინააღმდეგება ამ ნაწილის პირობებს.
§ 2. გადამზიდავსა და ვაგონის მფლობელს შორის შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ შეთანხმების პირობებისგან განსხვავებული დებულებები, რომლებიც არეგულირებს ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების პირობებს. ამ დებულებებს ენიჭება პრიორიტეტი ამ შეთანხმების პირობების მიმარ