§ 1. ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმება დასტურდება ზედნადებით.

§ 2. ვაგონზე, რომელიც წარდგენილია გადასაზიდად, დატანილი უნდა იქნეს იმ დებულებებით დადგენილი  ნიშნები და წარწერები, რომლებიც არეგულირებს  საერთაშორისო მიმოსვლაში ვაგონების მიმოქცევაში დაშვებას.

§ 3. დაუშვებელია გადასაზიდად წარდგენილი ვაგონის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, ფასეულობის გამოცხადება.

§ 4. გამგზავნს და მიმღებს შეუძლიათ განახორციელონ ცარიელი ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების შემდეგი ცვლილებები:

1) ვაგონის დანიშნულების სადგურის შეცვლა;

2) ვაგონის მიმღების შეცვლა.

§ 5. ვაგონის გადაზიდვისას კომერციული აქტი ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავი დაადგენს ამ შეთანხმების 29-ე მუხლის  "კომერციული აქტი" –

პირველი პარაგრაფის მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტს.

§ 6.  31-ე მუხლის –

„გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ და 32-ე მუხლის  "ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები,“  –

პირობების შესაბამისად, გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ვაგონის გაუმართაობასთან დაკავშირებული  გადაზიდვის ნებისმიერი დამატებითი  ღირებულება და სხვა ხარჯები, რომლებიც დადგენილია მათი წარმოშობის დღეს,  თითოეული გზავნილისთვის ცალკე და დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, თუ ვაგონის გაუმართაობა გამოწვეულია  გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

§ 7. განცხადება ვაგონის ძებნის შესახებ შეიძლება შეიტანოს გამგზავნმა, მიმღებმა და ვაგონის მფლობელმა.

§ 8. მიმღები გადამზიდავის მიერ მისთვის გადაზიდვის ხელშეკრულებით  გადაცემულ  ვაგონს,  განკარგავს  ვაგონის მფლობელის მითითებების შესაბამისა