1. ვაგონის დაზიანების აქტი თითოეულ ვაგონზე დგება ცალ-ცალკე:
ა) თუ ვაგონი ექვემდებარება მიმდინარე რემონტს – 3 ეგზემპლარად;
ბ) თუ დაზიანება მოხდა შეჯახებისას და რელსიდან გადმოსვლის დროს – 4 ეგზემპლარად;
გ) თუ ვაგონი ექვემდებარება გეგმიურ რემონტს ან ინვენტარიდან ამორიცხვას – 5 ეგზემპლარად;
დ) სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას – 6 ეგზემპლარად.
2. ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან ვაგონის დამზიანებელ სხვა პირს‚ მეორე – დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც წარედგინება ვაგონის დაზიანებისთვის‚ მესამე – შესანახად რჩება სავაგონო დეპოში‚ რომლის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ვაგონის დაზიანების აქტს‚ მეოთხე – გადაეცემა რკინიგზის სავაგონო მეურნეობის სამსახურს‚ მეხუთე – გადაეგზავნება ქარხანას ან სავაგონო დეპოს‚ რომელმაც უნდა გაარემონტოს ვაგონი. სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტის მეექვსე ეგზემპლარი გადაეცემა სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს, მიწერის დეპოში გადასაცემად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 450
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 450, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-450/