2. მსვლელობის მთელ გზაზე იკრძალება სპეციალური მოძრავი შემადგენლობის სექციისა და ტექნოლოგიური სქემის (გადაბმის) საფუძველზე ფორმირებული ტრანსპორტის დაშლა ფეთქებადი ნივთიერების თანმხლები უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე. ამგვარი სექციისა და სქემის (გადაბმის) შემადგენლობაში ჩართულ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონსა და მისი თანხლები პირის გადამყვან ვაგონს შორის საფარის აუცილებლობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. აღნიშნული საფარის დაყენება სარეფრიჟერატორო სექციასა და სქემაში (გადაბმაში) არ არის სავალდებულო, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით.
3. რკინიგზას შეუძლია გადაზიდვა შეასრულოს საფარის გარეშე, თუ ზედნადებში დასმულია შტემ-პელი “სექცია. არ დაიშალოს”