1. თუ გადაზიდვის საბუთებში არსებობს შტემპელი „საფარი”, მაშინ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონს მატარებელში დაყენებისას და სამანევრო სამუშაოს შესრულებისას უნდა ჰქონდეს მინიმალური ნორმის საფარი, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის მე-19 დანართში.
2. იმ მატარებელში, რომლის შემადგენლობაშიც ჩართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, საფარის სახით შეიძლება დაყენებულ იქნეს საფრთხეშეუცველი ტვირთით დატვირთული ან ცარიელი ვაგონი და საფრთხეშეუცველი ტვირთისგან დაცლილი ცისტერნა.
3. ცარიელი და დატვირთული ბაქანი, მათ შორის ამ წესის მე-19 დანართში განსაზღვრული ბაქანი, აგრეთვე ტრანსპორტიორი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფარად, თუ ისინი მატარებლის შემადგენლობაში დაყენებული არიან ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონისგან არანაკლებ ერთი ვაგონის დაშორებით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 120
თავი 24 — მატარებლის ფორმირება და სამანევრო სამუშაო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 120, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-120/