2. თუ ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის გადაზიდვის საბუთებში არის შტემპელი „გორაკიდან დაშვება აკრძალულია”, მის მიმართ სამანევრო სამუშაო სრულდება ლოკომოტივის დახე-ვინებით ან აღებით გორაკის მხრიდან, საფარის ნორმების დაცვით, განსაკუთრებული სიფრთხილით, ბიძგისა და მკვეთრი გაჩერების გარეშე. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონების შეჯახების სიჩქარე, სხვა ვაგონთან ან ლოკომოტივთან გადაბმისას, არ უნდა აღემატებოდეს 3 კმ/სთ-ში. ამ ვაგონის დაშვება მახარისხებელი გორაკიდან ნებადართულია მხოლოდ ლოკომოტივთან ერთად.
3. მახარისხებელ ლიანდაგზე დაყენების შემდეგ გორაკის, ნახევარვაგონის ან გაწევის მხრიდან ვაგონი დაუყოვნებლივ უნდა შემოიღობოს ორი დამცავი სამუხრუჭე ბუნიკით, რომელიც იწყობა ორივე რელსზე ერთმანეთისგან 25მ-ანი ინტერვალით ისე, რომ საერთო მანძილი დაცულ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონსა და მახარისხებელ მოწყობილობასთან განლაგებულ უახლოეს სამუხრუჭე ბუნიკს შორის იყოს არანაკლებ 50 მ-ისა.
4. შემდგომი ანახსნი, რომელიც იგზავნება ამ მიმართულებით, შეჩერებულ უნდა იქნეს დამცავი სამუხრუჭე ბუნიკის ადგილმდებარეობამდე, არანაკლებ ათვაგონიანი ჯგუფის დაგროვების პირობით. ვაგონების დაშლის ნორმალური რეჟიმი ან მანევრებისას მათი ბიძგით გადაადგილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგეს, თუ ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონი დაფარულია მასთან წინასწარ გადაბმული ამ ჯგუფის ვაგონით. თუ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონსა და სამუხრუჭე პოზიციის ბოლომდე არსებული მანძილი გორაკის, ერთნახევრიანის ან გაწევის მხრიდან 50 მ-ზე ნაკლებია, მაშინ ამ მიმართულებით შემდგომი ანახსნი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ დახევის მეშვეობით
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 122. 1. ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან სამანევრო სამუშაოს შესრულებისას სადგურის მორიგე, სამანევრო დისპეტჩერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამის თაობაზე დადგენილი წესით აცნობოს მატარებლის შემდგენელს
თავი 24 — მატარებლის ფორმირება და სამანევრო სამუშაო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 116. 1. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონები, რომელთაც თან ახლავთ სატრანსპორტო პოლიციის ან სამხედრო დაცვა, მატარებელში განლაგდებიან ერთ ჯგუფად ისე, რომ ერთი დანიშნულების ვაგონი არ მოიხსნას მსვლელობის მთელ გზაზე.
- მუხლი 117. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ ამორთულ ავტომუხრუჭიან ვაგონში, მატარებლის შემადგენლობაში ეს ვაგონი ჩაირთვება რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესის შესაბამისად
- მუხლი 118. 1. მატარებლის შემადგენლობაში, რომელშიც არის ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული სამხედრო დანიშნულების ვაგონი, შეიძლება ჩართული იქნეს სხვა ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი
- მუხლი 119. 1. ავტომანქანით, ავტომატარებლით, ავტოცისტერნითა და სხვა სპეციალური ტევადობით, აგრეთვე სამხედრო ეშელონის კუთვნილი ფეთქებადნივთიერებიანი ღია ჯავშანტრანსპორტიორით დატვირთულ ბაქანსა და ნახევრადვაგონს, რომ
- მუხლი 120. 1. თუ გადაზიდვის საბუთებში არსებობს შტემპელი „საფარი”, მაშინ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონს მატარებელში დაყენებისას და სამანევრო სამუშაოს შესრულებისას უნდა ჰქონდეს მინიმალური ნორმის საფარი, რომელიც გათვა
- მუხლი 121. 1. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა სამხედრო ეშელონში ნებადართულია ეშელონის კუთვნილ სხვა საფრთხეშემცველ ტვირთთან ერთად, თუ მათ შორის დაყენებულია ერთი ვაგონი მაინც
- მუხლი 123. 1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონი, რომლის გადაზიდვის საბუთებშიც არ არის შტემპელი „გორაკიდან დაშვება აკრძალულია”, შეიძლება დაშლილი იქნეს მახარისხებელი გორაკიდან და მის მიმართ სამანევრო სამუშაო
- მუხლი 125. 1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის მატარებელგარეშე დგომის ადგილი, აგრეთვე დამაგრებისა და შემოღობის წესი, თუ იგი არ დგას დასაგროვებლად მახარისხებელ ლიანდაგზე, განისაზღვრება სადგურის ტექნიკურ-გ
- მუხლი 126. 1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის მიწოდება-გამოყვანა არსენალის, ბაზისა და საწყობის მისასვლელ ლიანდაგზე, როგორც წესი, ხორციელდება თბომავლით
- მუხლი 127. 1. იმ მატარებლის სანივთო ფურცელში, რომლის შემადგენლობაშიც ჩართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, ტექნოლოგიური ცენტრის ოპერატორი ან სადგურის მორიგე გადაზიდვის საბუთების საფუძველზე გრაფაში „განსაკუთრებუ
- მუხლი 128. 1. ყველა მახარისხებელ, საუბნო, დატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის, ვაგონის ერთი ლიანდიდან სხვა ლიანდზე გადაადგილების ან რკინიგზის მიერ განსაზღვრულ სხვა ნებისმიერ სადგურში, სადგურის ტექნიკურ-განმკ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 122, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-122/