1. იმ მატარებლის სანივთო ფურცელში, რომლის შემადგენლობაშიც ჩართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, ტექნოლოგიური ცენტრის ოპერატორი ან სადგურის მორიგე გადაზიდვის საბუთების საფუძველზე გრაფაში „განსაკუთრებული აღნიშვნები” აკეთებს აღნიშვნას თითოეული ვაგონის ნომრის გასწვრივ, დუ-1 სანატურო ფურცლის (შემდგომ – სანივთო ფურცელი) შედგენის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ ვაგონზე იკრძალება დატვირთვა-გადმოტვირთვის სადგურის ან ტვირთის ხასიათის შესახებ ცარცით რაიმე ნიშნის ან წარწერის გაკეთება.