1. თუ მატარებლის შემადგენლობაში არის ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, მატარებლის ნომერს ემატება ასოები „ფნ” და ეს მონაცემი აღინიშნება მატარებლის მოძრაობის ჟურნალში, შესრულებული მოძრაობის გრაფიკში (მატარებლის დისპეტჩერთან), ლოკომოტივის მემანქანისთვის გაცემულ წერილობით ნებართვაში, სანივთო ფურცელსა და მატარებლის მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებულ სხვა საბუთში. თუ ამგვარი მატარებლის შესახებ ეცნობება მეზობელ სადგურს და მატარებლის დისპეტჩერს, მაშინ სადგურის დისპეტჩერმა მატარებლის ნომერი მათ ასევე უნდა შეატყობინოს „ფნ” ასოების დამატებით.
2. საუბნო და მახარისხებელ სადგურიდან იმ მატარებლის გასვლის თაობაზე, რომლის შემადგენლობაშიც არის ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, მატარებლის დისპეტჩერმა, დადგენილი წესით, უნდა აცნობოს გზადმდებარე სადგურებსა და მომიჯნავე სადისპეტჩერო უბნის დისპეტჩერს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 131
თავი 25 — ფათქებადნივთიერებიანი მატარებლის სვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 131, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-131/