2. გადაზიდვის საბუთების მიღების შემდეგ, მატარებლის სადგურიდან გასვლამდე, მატარებლის ლოკომოტივის მემანქანე უნდა დარწმუნდეს მატარებლის შემადგენლობაში ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის არსებობასა და მის განთავსებაში სანივთო ფურცელის შესაბამისად. თუ მატარებელში არის მთავარი კონდუქტორი, აღნიშნულ ინფორმაციას მემანქანეს აწვდის ეს პირი.
3. ფორმირების (გაგზავნის მომზადების) სადგურის მორიგე წინასწარ აცნობებს მატარებლის დისპეტჩერს მატარებლის შემადგენლობაში ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის არსებობის თაობაზე