ა) სადგურის, ვაგონის ტექნიკური მომსახურებისა და კომერციული დათვალიერების პუნქტის, აგრეთვე სალოკომოტივო დეპოსა და ტვირთის თანმხლები პირის შეტყობინების წესს ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის მიღების, გაგზავნის, მასთან სამანევრო ან სხვა სამუშაოს ჩატარების თაობაზე;
ბ) ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონებიანი მატარებლის მიღების, გამჭოლი გაშვების, გასაგზავნად მომზადებისა და გაგზავნის, აგრეთვე მასთან სამანევრო სამუშაოს შესრულების წესს;
გ) ნაპერწკალჩამქრობი და ნაპერწკალდამჭერი გამართული მოწყობილობის მქონე ლოკომოტივის სამანევროდ გაცემის გაფორმების წესს;
დ) ავტომუხრუჭის ამორთვის წესს სამანევრო სამუშაოს შესრულებისას;
ე) ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის ტექნიკური მომსახურებისა და კომერციული დათვალიერების წესს;
ვ) ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონების სადგურში ყოფნის აღრიცხვის, ხოლო საჭიროებისას – საავარიო ბარათით მათი იდენტიფიკაციის წესს;
ზ) უსაფრთხოების მისაღებ ზომებს ექსტრემალურ კლიმატურ და რთულ ტექნიკურ პირობებში;
თ) სადგურის პასუხისმგებელი მუშაკის შეტყობინების წესს საავარიო სიტუაციის წაროშობისას და მის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე;
ი) ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის პირობითად აღნიშვნის წესს ტექნიკურ საბუთებში;
კ) სამანევრო სამუშაოს შესრულებისას განკარგულების გაცემის წესს;
ლ) მახარისხებელ გორაკზე ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან სამანევრო სამუშაოს შესრულების წესს გორაკიდან დაშლის ნებადართვის ან აკრძალვის შემთხვევაში;
მ) მატარებელგარეშე ან დაგროვების პროცესში მყოფი ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის დასაყენებელი ადგილის მითითებას;
ნ) ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან სამუშაოს შესრულებაზე წერილობითი განწესის დაშვების წესს;
ო) რკინიგზის მიერ დადგენილ სხვა განსაკუთრებულ პირობას.
2. მატარებლების ფორმირებისა და სამანევრო სამუშაოს შესრულების სხვა საკითხები, რომლებიც ამ წესში არ არის განხილული, მოწესრიგებულია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესით, სარკინიგზო ხაზზე მატარებლის მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოს შესრულების ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით.
თავი 25
ფათქებადნივთიერებიანი მატარებლის სვლ