1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის მატარებელგარეშე დგომის ადგილი, აგრეთვე დამაგრებისა და შემოღობის წესი, თუ იგი არ დგას დასაგროვებლად მახარისხებელ ლიანდაგზე, განისაზღვრება სადგურის ტექნიკურ-განმკარგავი აქტით სარკინიგზო ხაზზე მატარებლის მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოს შესრულების წესის, სარკინიგზო ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ინსტრუქციისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. თანმხლებიანი ვაგონი დგება მახარისხებელ ან მომიჯნავე ლიანდაგზე, ფეთქებადნივთიერებიან ვაგონისგან არა უმეტეს 50 მ მანძილის დაშორებით. სადგურისა და დასატვირთ-გადმოსატვირთ ლიანდაგზე ვაგონი მაგრდება სადგურის ტექნიკურ-განმკარგავი აქტით განსაზღვრული ნორმის მიხედვით.