2. მისასვლელ ლიანდაგზე მოძრაობის მომსახურებისა და ორგანიზაციის წესით განისაზღვრება მისასვლელ ლიანდაგზე ბრუნვისთვის დასაშვები შემადგენლობების (მატარებლების) წონის ნორმა და სიდიდე‚ მოძრაობის მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე‚ ლოკომოტივის ტიპი‚ სამანევრო გადაადგილების პირობები‚ ისრული გადამყვანების მდებარეობა‚ სიგნალების არსებობა და განლაგება‚ ვაგონების დამაგრების ნორმები და სხვა პირობები‚ რომლებიც დაკავშირებულია მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულ წესში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.
3. პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მატარებლის მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან‚ აგრეთვე ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვაზე პასუხისმგებელ პირებს, უნდა გააჩნდეთ რკინიგზის მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ პროფესიულ შესაბამისობას. აღნიშნული მოწმობის გარეშე ისინი სამუშაოდ არ დაიშვებიან