1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი (შემდგომ – მისასვლელი ლიანდაგი) განკუთვნილია ცალკეული საწარმოების მომსახურებისთვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის რკინიგზის ქსელთან.
2. მისასვლელი ლიანდაგის მესაკუთრე შეიძლება იყოს რკინიგზა ან სხვა პირი.
3. ამ წესების მიზნისთვის, თუ მისასვლელი ლიანდაგის მესაკუთრე არ არის რკინიგზა, მას ეწოდება მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე.
4. რკინიგზა და მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 387
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 387, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-387/