1. დანიშნულების სადგურში ფეთქებადი ნივთიერების მიტანის შესახებ, აგრეთვე მისასვლელ ლიანდაგზე ან საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის დასაცლელად მიწოდების თაობაზე სადგურმა, დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ტვირთმიმღებს.
2. ტვირთმიმღები ვალდებულია, ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონი მიიღოს მისი სადგურში მისვლიდან არა უგვიანეს 2 საათის ვადაში.
3. იმ ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის მისვლის თაობაზე, რომელიც თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილებაა, სადგური აცნობებს ამ ორგანოების უფლებამოსილ პირებს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 110
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 საათის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 110, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-110/