1. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტი დგება 3 ეგზემპლარად‚ რომელთაგან ერთი რჩება მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს‚ მეორე – სადგურს‚ მესამე კი გადაეცემა რკინიგზას.
2. რკინიგზის მოთხოვნით, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე მისთვის განკუთვნილ შემოწმების აქტის ეგზემპლარს დაურთავს მისასვლელი ლიანდაგის გეგმას‚ რომელშიც მიეთითება დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილები და აღინიშნება მისასვლელი ლიანდაგისა და სასაწყობო ფართობის სპეციალიზაცია.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 398
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 398, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-398/