1. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულებას რკინიგზა დებს იმ მოსარგებლესთან‚ რომელიც, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრჰაგენტის მომსახურებას ახორციელებს თავისი ლოკომოტივით და მინიჭებული აქვს მისი მისამართით მოსული ვაგონების მიღებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების შესრულების უფლებამოსილება.
2. ტვირთის გადაზიდვისას, პირდაპირი შერეული გადაზიდვის გარდა‚ რკინიგზის ურთიერთობა საზღვაო ნავსადგურებთან რეგულირდება საკვანძო შეთანხმებით.