2. ხელშეკრულების ხელმოწერილი პროექტის 2 ეგზემპლარს რკინიგზა განსახილველად და ხელმოსაწერად წარუდგენს მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს‚ რომელიც განიხილავს, ხელს აწერს და უბრუნებს მას რკინიგზას მიღებიდან 10 დღის ვადაში.
3. თუ მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე არ ეთანხმება პროექტის პირობებს‚ მაშინ, ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერასთან ერთად, იგი ადგენს უთანხმოების ოქმს და ხელშეკრულების ხელმოწერილ პროექტთან ერთად, მის ორ ეგზემპლარს, გადასცემს რკინიგზას. უთანხმოების არსებობის თაობაზე აღინიშნება ხელშეკრულების პროექტში